როგორი ამინდი იქნება აღდგომას - პროგნოზი 16-17 აპრილისთვის

როგორი ამინდი იქნება აღდგომას - პროგნოზი 16-17 აპრილისთვის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

ქვეყნის უმეტეს ნაწილზე უამინდობა იქნება 14 აპრილს, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. უამინდობა შენარჩუნდება 15 აპრილის დილამდე, დღისით შედარებით გამოიდარებს.

თუმცა, ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელია 16 აპრილს. სინოპტიკოსები 16 - 17 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში მოსალოდნელია +20, +25 გრადუსი, თუმცა 16 -17 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში უამინდობა შენარჩუნდება, მოსალოდნელია წვიმა.

რაც შეეხება დედაქალაქს, აღდგომას - 16 აპრილს თბილისში დღის საათებში და 17 აპრილს დილის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი