იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ქალბატონის ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვს

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ქალბატონის ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვს

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ქალბატონის ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვს. ლეიკემიით დაავადებული ნაილი ნემსწვერიძე იტალიაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ოჯახი მის გადმოსვენებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის თანასოფლელებმა განუცხადეს, ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში სამუშაოდ ერთი წლის წინ წავიდა, თუმცა, უცხო ქვეყანაში ჩასულმა რამდენიმე თვეში გაიგო, რომ ლეიკემიით იყო დაავადებული. მათივე თქმით, სოფელში მისი ოჯახი რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრობს, მეუღლეც ავად არის და არ აქვთ საშუალება, რომ გარდაცვლილი საქართველოში გადმოასვენონ.

გარდაცვლილის მეუღლემ ემზარ წულუკიძემ კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ იგი თბილისში იმყოფებოდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ყველა საჭირო დოკუმენტაცია ჩააბარა, რათა სახელმწიფო გარდაცვლილი მეუღლის სამშობლში გადმოსვენებაში დაეხმაროს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი