კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:08 / 14-04-2017
ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა. აბაშიძე თითქმის 15 წელია მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა. როგორც ცნობილია, უმცროსი აბაშიძე აპრილში დაიბადა და მას ალექსანდრე დაარქვეს.

ასლან აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან - მაგული გოგიტიძესთან, ორი შვილი - დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალბატონის სახელი და გვარი, რომელმაც ასლან აბაშიძეს შვილი გაუჩინა, უცნობია.

როგორც AMBEBI.GE-ს ასლან აბაშიძის ყოფილმა პრესმდივანმა თამაზ ბაკურიძემ განუცხადა, აჭარის ყოფილ მეთაურს შვილი
დაახლოებით ერთი თვის წინ შეეძინა.

ფოტოზე: ასლან აბაშიძე შვილთან, რძალთან და ტყუპ შვილიშვილთან ერთად


"ჩემს ქობულეთელ ახლობელს ვესაუბრებოდი მოსკოვში. ის რამდენიმე წელია მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სრულიად შემთხვევით საუბრისას მითხრა, რომ ასლან აბაშიძეს ვაჟი შეეძინა. ნამდვილი ამბავია და ცაში დაფრინავს, ისე უხარიაო", - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

ბაკურიძის ცნობით, ასლან აბაშიძეს ბათუმში ყოფნის ბოლო წლებში თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც მოსკოვში გადასვლის შემდეგ თან წაიყვანა. სწორედ მან გაუჩინა მესამე შვილი აჭარის ყოფილ მეთაურს. ასლან აბაშიძის მესამე შვილის დედა 45 წლამდე ასაკისაა.

ნინო ხოზრევანიძე
AMBEBI.GE


ასევე ნახეთ: გიორგი აბაშიძის და სალომე ბაჯელიძის ოჯახური იდილია...
11:25 / 26-04-2017
ლიკა მსხალაძე
2
ვულოცავ ჩემს ბაბუს უფალმა ჯამრთელი ვაჟკაცი გაუზარდოს და ჩემი ბაბუ დიდხანს აცოცხლოს ჯამრთელი და ბედნიერი
04:48 / 25-04-2017
nini
1
ზალიან მიყვარს ბატონი ასლანი , ვინც რა გინდატ ის სტქვიტ მაგრამ ეს ადამიანმა ააყვავა აჩარა და დაიცვა ტურქებისგან ,აჩარა იყო ხელშეუხებელი ასევე 90 ატიან წლებში მხედრიონისაგან იმიტომ რომ ბატ. ასლანი არის ზალიან ჩკვიანი,გაიხარეთ ბატ. ასლან
მსგავსი სიახლეები
არსებობს "ხუთოსნის კომპლექსი", როცა დედებს სურვილი უჩნდებათ, შვილი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღზარდონ
ბევრი ცნობილი ლამაზი ქალის შვილი დედებს სულაც არ ჩამოუვარდებიან სილამაზით
"მშობლობა მხოლოდ კვებით და სამოსით უზრუნველყოფა არ არის"
"ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია"
უფროსი შვილების უფრო დიდ პროცენტს (54%) აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის წინაშე
+PHOTO| ასლან აბაშიძის ოჯახის მიმართ საზოგადოება ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა.
შევარდნაძეების ყოფილი რძალი, პიანისტი თათია შარანგია მესამე შვილის დედა გახდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49