კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:07 / 14-04-2017
10 წლის ბიჭის სააღდგომო საჩუქრები - გაიცანით სანდრო, რომელიც საკუთარ სახლზე და სახელოსნოზე ოცნებობს
სააღდგომო კვერცხების მოხატვა 10 წლის სანდრომ ერთი წელია დაიწყო. იდეა შარშან, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დედამ მისი მოხატული სააღდგომო კვერცხები ნახა და შესთავაზა, საქმიანობა გააგრძელეო.

სანდრო ქანთარია: "კვერცხების მოხატვა და გაყიდვა შარშან დავიწყე. ტელეფონი გამიფუჭდა, არ მინდოდა, დედა შემეწუხებინა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემით მეშოვა ფული. ჩემი სურვილის შესახებ "პალიტრამედია" ჰოლდნიგის HR-ის ხელმძღვანელმა გაიგო და ისეთი ტელეფონით დამასაჩუქრეს, რომელსაც არც ველოდი. შესაბამისად, გაყიდული კვერცხებიდან აღებული თანხის დახარჯვა სხვა საქმისთვისაც შეიძლებოდა. ვცდილობ, შეგროვილი თანხა სწორად დავხარჯო. ჯერ არ
ვიცი, რას ვიყიდი. შევაგროვებ, შევხედავ და ოჯახში რაც გვჭირდება, იმას შევიძენ".

რადგან ტელეფონი აჩუქეს, პირველად აღებული თანხით საღებავები და დეკორაციები შეიძინა და სააღდგომოდ დაწყებული საქმე საახალწლოდაც გააგრძელა. ახალი წლისთვის ნაძვის ხის სათამაშოები მოხატა და გაყიდა. როგორც სანდრო ამბობს, დედამ და მისმა მეგობრებმა ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს და დღემდე გვერდში უდგანან: "დედას მეგობრები ძალიან დამეხმარნენ, ზოგი საღებავით, ზოგი - დეკორაციით. ახლა ხუმრობით "ბიზნესკიდს" მეძახიან".

თავდაპირველად ნამდვილ კვერცხებს ხატავდა, ახლა კი - ხელოვნურზე გადავიდა. განსაკუთრებით ყვავილებით მოხატული კვერცხები მოსწონთ, ასევე მოწონებით სარგებლობს სხვადასხვა ფერით გაფორმებული კვერცხები.



ნახეთ მეტი ფოტო ა


"კვერცხის ბუდეების გაკეთების იდეა დედას მოუვიდა, რაც ყველაზე რთული საქმეა. ასეთ ძნელ სამუშაოს თავად დედა აკეთებს. ღამით, როცა სამსახურიდან მოდის, მე ვიძინებ, ის კი თოკის დამუშავებას იწყებს, მეორე დღეს მასზე დრო რომ აღარ დავხარჯო. ძაფებით ვაკეთებდით ბუდეებს, სადაც ვალაგებდით კვერცხებს და ამან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა" - ამბობს სანდრო.

მისი ნამუშევრები, მიუხედავად იმისა, რომ ხელნაკეთია და წესით, ძვირი უნდა ღირდეს, ძალზე იაფია. კვერცხს 3 ლარად ყიდის, ბუდესთან ერთად - 5 ლარად. სანდრო მომავალი ჩემპიონია. კარატეზე დადის, სახლის გვერდით არსებულ ეკლესიაში სტიქაროსანია და ამ ყველაფრის პარალელურად, კლასის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა:

"ყველაფერს ვათავსებ. პირველ რიგში ვმეცადინეობ, მეცადინეობის მერე თუ ძალიან არ ვარ დაღლილი, ვხატავ. ვარჯიშიდან დაბრუნებულიც, ვცდილობ, ჩემი საყვარელი საქმისთვის დრო გამოვნახო. შაბათ-კვირას ეკლესიაში მივდივარ, მერე აუცილებლად ვხატავ. თუ ნახატით ვაკეთებ კვერცხს, 10 წუთი მჭირდება და თუ უბრალოდ, ვღებავ, 7-8 წუთი. ასე რომ, როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ერთი ცალ კვერცხს მაინც ვაკეთებ ხოლმე.

სანდრო კარატეში მსოფლიოს ჩემპიონობას აპირებს, ძალიან უნდა, დედა ასახელოს. სურს, მისი ჩემპიონობის გამო ხალხმა საქართველოს ჰიმნი მოისმინოს. ამბობს, რომ ამ დროს ძალიან ამაყი და ბედნიერი იქნება. ის არც ქველმოქმედებას ივიწყებს. ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ საქველმოქმედო გამოფენაში. მან ქველმოქმედება ტრადიციად აქცია - ყოველი გასაყიდი ნივთის კოლექციიდან პირველი გაყიდულის თანხას (სიმბოლურად) საქველმოქმედო საქმეში დებს.

- დედა ხშირად მესაუბრება ადამიანებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. 5 წლის რომ ვიყავი, აღდგომის დღესასწაული ახლოვდებოდა. ყველა ემზადებოდა. მე და დედას კი ჯერ არაფერი გვქონდა სახლში, მაგრამ დედას მეგობრებმა ბევრი საჩუქარი მომიტანეს. დედა ასეთ დღეებს არ ივიწყებს და მეც მასწავლის, რომ მნიშვნელოვანია, გაჭირვებამ არ შემაშინოს. თუ რამე მომინდება და მისი შეძენის საშუალება არ მექნება, ცუდი არაფერი გავაკეთო. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან. ამიტომ მეც ვცდილობ, მათ გასახარად კარგად მოვიქცე და წარმატებას მივაღწიო.

სანდრო საკუთარ სახლზე ოცნებობს. უნდა, რომ პატარა სახელოსნო ჰქონდეს  სანდრო საკუთარ სახლზე ოცნებობს. უნდა, რომ პატარა სახელოსნო ჰქონდეს. ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება, ხეების, შენობების, თუმცა განსაკუთრებულად ადამიანის თვალების გადაღება უყვარს. მიაჩნია, რომ ადამიანის თვალებში ხასიათი ჩანს. თვალებში იკითხება სევდაც, სიხარულიც, გაბრაზებაც:
- დედას ყველაზე ლამაზი და სევდიანი თვალები აქვს. სწორედ ამიტომ გამიჩნდა იდეა, რომ მის თვალებს დავკვირვებოდი და გადამეღო.
სანდრო საქართველოს მომავალი თაობაა. ის თაობა, რომელმაც იცის შრომისა და სწავლის ფასი. მისი ოცნებები არაა მხოლოდ პატარა ბავშვის გაუაზრებელი ფიქრი. იცის, რასაც ამბობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ოცნება აასრულოს. დარწმუნებული ვარ, მას ექნება საკუთარი სახლი, სახელოსნოთი, ყველას მოგვასმენინებს საჩემპიონო ჰიმნს და დედას, რომელიც მისი უერთგულესი მეგობარია, ძალიან ბევრჯერ მისცემს სიამაყის საფუძველს.

სანდრო ძალიან მაგარი ბიჭია!

ლადო გოგოლაძე
17:30 / 14-04-2017
luzi
0
გაიზარდე და გაიხარე მართლაც დედის სიამაყევ.
17:06 / 14-04-2017
nana
0
შენ გაიხარე,სასახელო ბიჭო!
მსგავსი სიახლეები
"გასაკეთებლად ვიყენებ ცხელ სილიკონს, რომელიც ხანდახან ხელს მწვავს, ნემსს, რომელიც შეიძლება თითში შემესოს"
საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 550 მლნ ცალ სასურსათო კვერცხს მოიხმარს
საზეიმო ლიტურგიას, პრემიერთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა
ხატი წლების წინ რომის პაპის დაკვეთით ქართველი ხატმწერის მიერ შეიქმნა
+LIVE: ნახეთ უწყვეტი კადრები იერუსალიმიდან: ათასობით მორწმუნე წმინდა ცეცხლის მოლოდინში
ხშირად ამ დღესასწაულზე ქართველები ეროვნული ტანსაცმლითაც იმოსებიან
დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49