რომელ დაავადებებს კურნავს ცხენით ჯირითი

რომელ დაავადებებს კურნავს ცხენით ჯირითი

ზუგ­დიდ­თან, სო­ფელ ჭი­თაწყარ­ში, გზად ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის ხა­რე­ბის სა­ხე­ლო­ბის ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი ტა­ძა­რია. 2005 წელს დაწყე­ბუ­ლა მშე­ნებ­ლო­ბა და პირ­ვე­ლი ლი­ტურ­გია 2006 წელს, სა­აღ­დ­გო­მოდ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ. ქტიტორები აფხა­ზე­თი­დან არი­ან, ხა­რე­ბა­ვე­ბი. მათ სურ­დათ, ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის ხა­რე­ბის ეკ­ლე­სია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ულა­მა­ზე­სი კუთხის - აფხა­ზე­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ქარ­თ­ვე­ლე­ბის აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ვედ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და გზამ­კ­ვ­ლე­ვი ყო­ფი­ლი­ყო. ჭიშ­კარს რომ შე­ა­ღებ, გე­გო­ნე­ბა, ედე­მის ბაღ­ში მოხ­ვ­დი, ისე გა­უ­ლა­მა­ზებ-და­უმ­შ­ვე­ნე­ბია ეზო ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღ­ვარს, მღვდელ იაკობ ეხ­ვა­ი­ას - უჩ­ვე­უ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი გა­უ­შე­ნე­ბია, უჩ­ვე­უ­ლო და ლა­მა­ზი. ნაძ­ვის ხე­ე­ბი ვნა­ხე, ალაგ ოქ­როს­ფე­რი წიწ­ვე­ბი ჰქონ­და, ალაგ - მწვა­ნე. - ვე­გე­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ფე­რებს იც­ვ­ლი­სო, - მითხ­რა მოძღ­ვარ­მა. - ჯერ კი­დევ ნა­ზამ­თ­რა­ლია და შე­ლა­ხუ­ლია მცე­ნა­რე­ე­ბი. ახ­ლა, ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­მო­იღ­ვი­ძებს, ფე­რიც უფ­რო ხა­ლა­სი გა­უხ­დე­ბა და გა­ლა­მაზ­დე­ბა ეზო. თუმ­ცა ჯერ კი­დევ ბევ­რი რა­მეა სა­კე­თე­ბე­ლი, ეზოც და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი გვაქ­ვ­სო. ეკ­ლე­სი­ის უკან კი­დევ უფ­რო დი­დი ეზოა, სა­დაც მოწყო­ბი­ლია პა­ტა­რა თავ­ლა - სა­ქარ­თ­ვე­ლო მრა­ვალ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნის, ულა­მა­ზე­სი "ხა­რე­ბა­სა" და კი­დევ რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხე­ნი­სა და კვი­ცის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. მის მიმ­დე­ბა­რედ კი მო­ე­და­ნია, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი ცხე­ნებ­თან მე­გობ­რო­ბა­სა და ჯი­რითს სწავ­ლო­ბენ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, ბევრ მათ­განს, ცხე­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით გან­კურ­ნე­ბის დი­დი იმე­დი აქვს.

"ცხე­ნე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა" - იპო­თე­რა­პია მკურ­ნა­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნი მე­თო­დია და ცე­რებ­რა­ლულ დამ­ბ­ლას, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ციტს, სკო­ლი­ო­ზის საწყის სტა­დი­ებს, სენ­სო­რულ დარ­ღ­ვე­ვებს, გა­ფან­ტულ სკლე­როზს, ნევ­როზს, გუ­ლის იშე­მი­ურ და სხვა და­ა­ვა­დე­ბებს კურ­ნავს. სწო­რედ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა მკურ­ნა­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თ­ვის შექ­მ­ნა მა­მა იაკობ­მა საცხე­ნოს­ნო კლუ­ბი "ხა­რე­ბა", რა­თა რაც შე­იძ­ლე­ბა ბევრ ბავ­შ­ვ­სა და მშო­ბელს მო­უ­ტა­ნოს სი­ხა­რუ­ლი და კე­თილ­დღე­ო­ბა.

მღვდე­ლი იაკო­ბი (ეხ­ვა­ი­ა):

- ეკ­ლე­სია რომ აშენ­და, მი­სი პირ­ვე­ლი მოძღ­ვა­რი მა­მა ამ­ბ­როს თორ­დია იყო. შემ­დეგ, მღვდელ­მ­თავ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, მე გად­მო­მიყ­ვა­ნეს - იმ­ხა­ნად ახალ­ბე­და, ალად ნა­კურ­თხი, გა­მო­უც­დე­ლი მოძღ­ვა­რი. ზო­გა­დად, ღვთის­მ­სა­ხუ­რად ყოფ­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღ­ვ­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო მი­სიაა. ზუგ­დი­დე­ლი ვარ, სკო­ლაც აქ და­ვამ­თავ­რე, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კი, ნა­წი­ლობ­რივ, ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში მი­ვი­ღე, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო აკა­დე­მი­ა­ში, შემ­დეგ სო­ხუ­მის აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვაგ­რ­ძე, მაგ­რამ ომიც და­იწყო და თბი­ლი­სის აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გად­მო­ვე­დი. ამას მოჰ­ყ­ვა სწავ­ლა სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში და ასე გა­იხ­ს­ნა ჩე­მი გზა მოძღ­ვ­რო­ბის­კენ. დღეს უკ­ვე ამ ტა­ძარ­ში ვმსა­ხუ­რობ.

ტაძ­რის ეზო-ბა­ღის და­სამ­შ­ვე­ნებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე დი­ზა­ი­ნე­რი არ დაგ­ვი­ქი­რა­ვე­ბია, თი­თო­ე­უ­ლი ხე, ბუჩ­ქი, მცე­ნა­რე - ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად დავ­რ­გეთ. აქ ხეს ვერ ნა­ხავთ, 3-4-ჯერ რომ არ იყოს გა­დარ­გუ­ლი - რას არ ვცდი­დი, ინ­ტერ­ნეტ­შიც კი ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ლა­მაზ ბა­ღებს, მცე­ნა­რე­ე­ბის­თ­ვის სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი რომ შე­მერ­ჩია. ახ­ლაც ახალ ნერ­გებს ვყრით და მე­ხუმ­რე­ბი­ან, აბა, მა­მაო, რამ­დენ­ჯერ გა­დაგ­ვარ­გ­ვე­ვი­ნებთ ამ ნერ­გებ­სო? თუმ­ცა უკ­ვე ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, ვცდი­ლობ, მცე­ნა­რე­ე­ბი შერ­ჩე­ულ ად­გი­ლას მუდ­მი­ვად დავ­ტო­ვო.

წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი