"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს

"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს

სრულად მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" კვლავაც არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტე-ყოვლისმპყრობელის (პანტოკრატორის) ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს.

სანთლები საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. ქრისტე-ყოვლისმპყრობელის (პანტოკრატორის) ხატი კი - რომელიც ამჯერად თქვენს ოჯახებში შემობრძანდება - მე-12 საუკუნის სასწაულმოქმედი იმ ხატის ასლია, რომლიც ამჟამად კვიპროსში, კიკოსის მონასტრის მუზეუმშია დაბრძანებული.

ხატები და სანთლები სტამბა "კოლორში" კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი