თბილისში, შესაძლოა, "ჩქარი ავტობუსები" გამოჩნდეს, რომლებსაც შუქნიშანზე გაჩერების ვალდებულება არ ექნებათ

თბილისში, შესაძლოა, "ჩქარი ავტობუსები" გამოჩნდეს, რომლებსაც შუქნიშანზე გაჩერების ვალდებულება არ ექნებათ

თბილისში, შესაძლოა, "ჩქარი ავტობუსები" გამოჩნდეს და მათთვის სპეციალური ზოლი გამოიყოს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.

მერაბ ბოლქვაძის თქმით, ავტობუსის მძღოლებს შუქნიშანზე გაჩერების ვალდებულება აღარ ექნებათ.

"ჩქარი ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები ისე მოეწყობა, რომ მასში ინდივიდუალურმა სატრანსპორტო საშუალებებმა შეჭრა ვერ შეძლონ.

ყველა ვალდებული იქნება მათ გზა დაუთმონ. ჩქარ ავტობუსებად შეიძლება დიდი ავტობუსები გამოცხადდეს, რადგან მათ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ. მოგვიანებით, როცა ქალაქს ფინანსები ექნება, ეს ზოლები შეიძლება ტრამვაისთვისაც გამოდგეს," - განმარტა მან.

ე.წ. ჩქარი ავტობუსებისთვის ჯერჯერობით სამი მარშრუტია დადგენილი: 1. დიდი დიღომი - მარშალ გელოვანის გამზირი - საბურთალო-ვაკე- თავისუფლების მოედანი - ორთაჭალის ავტობაზრობა;

2. გლდანი - წერეთლის გამზირი - აღმაშენებლის გამზირი - რიყის ტერიტორია;

3. ავჭალის გზატკეცილი - რკინიგზის სადგური - ავლაბარი - აეროპორტის გზატკეცილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი