მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია განხორციელდება

მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია განხორციელდება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა რვა ვაგონს კაპიტალურად არემონტებს.

სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და მერიის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მეტროს ვაგონების განახლება, ეტაპობრივად, 2 თვის განმავლობაში მოხდება. მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციას - იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტის მიზანია მგზავრებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული მომსახურების შეთავაზება, ასევე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება.

"წლევანდელი გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაციის სამუშაოები. ახლა 8 ვაგონის მოდერნიზება ხდება. პირველ ეტაპზე მოძრავი შემადგენლობა თვის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესით მეტროპოლიტენის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

2017 წელს იგეგემება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი