კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:25 / 21-04-2017
მშობიარობიდან 40 დღე ქმარი ცოლს "უწმინდურად" მიიჩნევდა - ჩრდილოკავკასიელების შოკისმომგვრელი ტრადიციები
მსოფლიოში ყველა ერს საკუთარი ადათ-წესები აქვს. კავკასიელებს ყოველთვის გამორჩეული წეს-ჩვეულებები ჰქონდათ. მათ დაცვასა და შესრულებას მთის ხალხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიის მაღალმთიან სოფლებსა და აულებში. ასეთ ადგილებში თემისა თუ სოფლის უხუცესის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა და კანონის ძალა ჰქონდა.

ყველა მათგანი, განურჩევლად გვარობისა, ერთი და იმავე მიზანს ემსახურება - მამაკაცს ღირსეული ადამიანის სახელი უნდა ჰქონდეს. მან სწორად უნდა წარმართოს თავისი და საკუთარი ოჯახის ცხოვრება. კანონები მკაცრი, მაგრამ ჩრდილო კავკასიელების აზრით, სამართლიანი იყო.

მაგალითად, ხალხის
თვალწინ ქმარს ცოლის შეხების უფლება არ ჰქონდა. ხვევნა-კოცნასა და ჩახუტებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დაუშვებელი იყო საუბრისას სხვა ადამიანზე ხელით შეხება - ასეთი ჟესტი შეურაცხყოფად განიხილებოდა და შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირებით დასრულებულიყო.



ქორწილამდე სიძეს პატარძლის ნახვისა და სტუმრებთან გამოჩენის უფლება არ ჰქონდა. ამასთან, ქორწილში მას შეეძლო სუფრასთან ქალის გამოჩენისას ფეხზე არ წამომდგარიყო, მაშინ, როცა სხვა დროს ასე მოქცევა სავალდებულოა. ზოგადად, ქორწილთან დაკავშირებით სხვადასხვა ხალხს განსხვავებული წესები ჰქონდა. მაგალითად, ჩეჩნეთში ქორწილის აპრილის თვეში გადახდა მიუღებელი იყო. აპრილი გუგულის თვედ მიიჩნეოდა - ფრინველის, რომელსაც საკუთარი ბუდე არ აქვს. ამიტომაც აპრილში ქორწინება ცუდის ნიშანი იყო.

ინგუშეთში სიძეს პატარძლის ნათესავებთან ჩხუბის უფლება არ ჰქონდა, მას ასევე ეკრძალებოდა უფროსი თაობის წარმომადგენლების თანდასწრებით საკუთარი ცოლისთვის სახელით მიმართვა, ან ბავშვების მოფერება, მათი ხელში აყვანა. მშობიარობიდან 40 დღის განმავლობაში ქმარი ცოლს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ეკონტაქტებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში ქალი "უწმინდურად" მიიჩნეოდა.



ქმარი ოჯახის უფროსი და მოსამართლეც გახლდათ. მის სიტყვას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ცოლისთვის უდიდესი პატივი იყო, თუ ქმარი მისი ცხენის შეკაზმვის უფლებას მისცემდა. ამასთან, მამაკაცი საოჯახო საქმეებში არ ერეოდა. ცოლისთვის რჩევის მიცემაც ცუდ ტონად მიიჩნეოდა. ასეთი ფაქტი სხვა მამაკაცების დასაცინი ხდებოდა. გამონაკლისი მხოლოდ კიბეზე შეხვედრის და საუბრის შემთხვევაში იყო დაშვებული - მამაკაცი ქალზე ერთი-ორი კიბით დაბლა უნდა მდგარიყო.

ქალების უფლებების შევიწროებისა და, პრაქტიკულად, უგულებელყოფის მიუხედავად, რიგ შემთხვევაში ქალის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მამაკაცების ჩხუბის ან დაპირისპირების დროს ქალის სიტყვა ან მოჩხუბრებს შორის ჩაგდებული თეთრი მანდილი კონფლიქტს აჩერებდა.



ისეთ მარტივ ჟესტს, როგორიც ხელის ჩამორთმევაა, ცალკე შეზღუდვები ჰქონდა. ნამუსშერცხვენილი ადამიანისთვის ხელის ჩამორთვევა ყოვლად დაუშვებელი იყო. უფროსი თაობის მამაკაცისთვის ხელის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა ასევე მოზარდს, რომელსაც ხელში ჯერ იარაღი არ ჰქონდა აღებული.

გარდა ამისა, შარიათი კავკასიელ მამაკაცებს უკრძალავდა ალკოჰოლს და ნარკოტიკს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE

10:52 / 18-05-2017
maia
0
ზოგიერთი რამ დღევანდელი გადმოსახედიდან მართლაც მიუღებელია, მაგრამე ეს ყველაფერი იყო იმ დროის გამოძახილი, სულაც არ იყო შოკისმომგვრელი ერთმანეთის პატივისცემა ჰქონდათ და დაფასება, სიტყვას ძალა ჰქონდა ქალისასაც და კაცისასაც
09:45 / 15-05-2017
ნანა 1
1
რას ხედავთ შოკისმომგვრელს?კავკასიაში ქალს რომ პატივისცემა და დაფასება ქონდა,ისეთი მსოფლიოში არც ერთი ერის ქალ0ებს არ ქონიათ,ებრაელების გარდა.რომელ ერში უდგებოდნენ ქალებს ფეხზე?და თუ რაღაც შეზღუდვები იყო,ესეც საუკეთესო ტრადიცია იყო.ზოგიერთი ჩივის ევროპა ვერ გავხდებუთო,არცაა საჭირო,ჩვენ ჩვენ ტრადიციებზე უნდა დავრჩეთ,ესაა სილამაზე.რა უფერული იქნებოდა სამყარო ყველა რომ ერთმანეთს გავდეს!
მსგავსი სიახლეები
"1118 დაკავებულია, 300 -მდე კი ძებნაში იმყოფება..."
პუტინის რჩეული დუმის დეპუტატი დაღესტნის ლიდერად
მხოლოდ 2016 წელს, 14 ადამიანი დაიკარგა და მათზე საქმეც კი არ აღძრულა
"ზოგჯერ აქ გვიწევს დარჩენა და ყუთებში ვიძინებთ, მეშინია, ჩემი და-ძმა არ გაიყინოს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:08 / 11-12-2017  Image "ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა თუ რამე ასე გამიხარდებოდა" - გიული ალასანია შვილის გათავისუფლებაზე
+VIDEO "მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას"
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49