"ჩემი ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ" - რა ვქნათ, თუ ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩხუბობს?!

"ჩემი ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ" - რა ვქნათ, თუ ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩხუბობს?!

Lizi's Blog

ამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მკვლელობის ამბავი გახმაურდა, მსხვერპლი ისევ ქალია, მკვლელი კი - მისი ქმარი.

მომხდარი ტრაგედიის წინაპირობაც უკვე არაერთგზის გვსმენია - ცოლ-ქმარს წლების განმავლობაში ჰქონდა პრობლემები, ქმარი სვამდა, ეჭვიანობდა და ცოლს ხშირად სცემდა. საბოლოოდ, ქალმა დაშორება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ კიდევ პოტენციური დამნაშავის პირობა, რომ მეტს აღარ იზამდა, დაიჯერა, რასაც ახლობლების რჩევებმაც შეუწყო ხელი.

კეთილმოსურნეთა რჩევებიც ტრადიციული იყო: ქმარგაცილებული ქალი ცხოვრებას როგორ ააწყობ, შვილებს მამა სჭირდებათ და ა.შ. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ სახლში, სადაც ორ მცირეწლოვან ბიჭუნას ეძინა, მამამ დედას სამზარეულოს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მაინც რამდენი ქალი უნდა დაიღუპოს მოძალადე ქმრის ხელით, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს და ამ ჩამოყალიბებული კლიშეებისგან გათავისუფლდეს, მათ შორის ის ქალებიც, ვინც ლამის ყოველდღიურად ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, თუმცა ხმის ამოღებას სირცხვილისა თუ შიშის გამო ვერ ბედავენ...

ადრე დავწერე და კიდევ გავიმეორებ: ძალადობაა სასირცხვილო და არ ის, თუ სხვისი არაკაცობის მსხვერპლი ხდება ვინმე!

ჩვენში კვლავაც ისმის კითხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი გამუდმებით ჩხუბობს?! - დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავაც ფიქრობს, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და ამაში არ უნდა ჩავერიოთ...

ამ ცოტა ხნის წინ, ჩემს მეზობლად, იმავე სართულზე, რომელზეც ვცხოვრობ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, სამი პატარა ბავშვით იქირავა ბინა. ერთი შეხედვით, სასიამოვნო ახალგაზრდები იყვნენ.

თუმცა მათი გადმოსვლიდან რამდენიმე დღეში უცებ სადარბაზოში საშინელი ხმაური ატყდა, ქალი განწირული ხმით დახმარებას ითხოვდა, რასაც კარის საშინელი გაჯახუნება მოჰყვა... გარეთ გავედი, თუმცა უკვე აღარაფერი ხდებოდა, მოგუდული ხმები იმ ბინიდან გამოდიოდა, სადაც ახალგაზრდა ოჯახი დასახლდა, ვიფიქრე, რომ ბავშვები იყვნენ და მე რაღაც მომეჩვენა, შევცდი...

უფრო მეტი ხმაური, ლანძღვა-გინების ხმა, ბავშვების წიოკი და არეულობა მეორე დღესაც განმეორდა...

მოგვიანებით ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა სადარბაზოში შემხვდა და მობოდიშებით მითხრა, - ხმაურით ძალიან ხომ არ შეგაწუხეთ, თაზოს ცოტა ცუდი სიმთვრალე აქვსო, თან თვალს ვერ მისწორებდა, აშკარად ნამტირალევი იყო... საყვედურები არ დამიწყია, ვუთხარი, რომ თუ დროულად არ მოუვლიდნენ ამ პრობლემას, ძალიან გაუჭირდებოდათ ცხოვრება...

განაგრძეთ კითხვა

იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან

ამირან გამყრელიძე - ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს

"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს და მგზავრებს - კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენეთ