12 დასასრულებელი ობიექტი და 3 400 დაზარალებული - გუკა რჩეულიშვილი "ცენტრ პოინტში" არსებულ ვითარებაზე

12 დასასრულებელი ობიექტი და 3 400 დაზარალებული - გუკა რჩეულიშვილი "ცენტრ პოინტში" არსებულ ვითარებაზე

"ცენტრ პოინტის" მშენებლობისგან დაზარალებული ამჟამად 3 400 ადამიანია, ყველაფრის დასრულებას კი 12 მილიონი ლარი სჭირდება, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიას თავის რესურსი ჰქონდა, თუმცა ბოლო 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო ამ რესურსებს ვერ იყენებდა, რათა მომხდარიყო დაზარალებულების დაკმაყოფილება.

"ბოლო 8 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს რესურსები ჩვენი მართვის ქვეშ არ იყო. პირველ შემთხვევაში სხვა კომპანიას ებარა ეს რესურსები, შემდეგ კი დაედო ყადაღა, რაც ამ რესურსების გასხვისებაში და ფულის უკან ჩაბრუნებაში ხელს გვიშლიდა. შესაბამისად, კომპანიას აქვს საკუთარი რეზერვი, რასაც შესთავაზებს ინვესტორს. დასასრულებელი არის სულ 12 ობიექტი, რომელთგან ცხრაზე სამუშაოები დაიწყება და დასრულდება ერთი წლის განმავლობაში, დანარჩენი სამის კი მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი