კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:42 / 21-04-2017
ნუ მოტყუვდებით არასწორი დიეტებით - ენდოკრინოლოგი გასწავლით განსხვავებას სწორ კვებასა და შიმშილს შორის
დიეტა ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი სტილია, თუმცა იგი ხშირად მოდადაც იქცევა ხოლმე. სჭირდებათ თუ არა, დიეტას მაინც იცავენ. მაგალითად, მთელი კვირა ჭამენ მოხარშულ კვერცხს, რომელიც თურმე კარგად ახდუნებს, ან მთელი დღის მანძილზე მხოლოდ კეფირიან ყავას მიირთმევენ. "მოდურია" ასევე ვაშლის ძმრის მიღებაც... მოკლედ, არსებობს დიეტის სხვადასხვა ვარიაცია.

მართლაც, რა არის ეს "მითიური" დიეტა და როდის იკლებს ან ინარჩუნებს ადამიანი წონას - ამ თემაზე სასაუბროდ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მივმართეთ.

- ორდღიან შიმშილობას, რაც რატომღაც ასე მოდურია ახლა, დიეტას ვერ დავარქმევ. სამი დღე მხოლოდ კვერცხის ჭამა, ან რამე მსგავსი, ვიმეორებ, ჩვეულებრივი შიმშილობაა, თორემ დიეტა სწორი, დაბალანსებული, რაციონალური, ჯანსაღი კვებაა. აქედან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტების მთლიანად შეზღუდვა ან მხოლოდ ერთის ამოჩემება და დღის განმავლობაში ამის მირთმევა, ეს განტვირთვის დღეა, რომელიც შეიძლება 2 დღემდე გაგრძელდეს. ხოლო დანარჩენი, იგივე კეფირი ყავით, მხოლოდ მოხარშული კვერცხი არ ნიშნავს იმას, რომ წონას ვიკლებთ. ამით ორგანიზმის გამოფიტვა ხდება. ორგანიზმიდან გამოგვაქვს ის სასარგებლო ნივთიერებები, რაც აუცილებელია ჩვენი ნივთიერებათა ცვლისთვის, მეტაბოლიზმისა და ცხოველმყოფელობისთვის.



შიმშილობის დროს ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს, რაც დეჰიდრატაციას იწვევს. ამას დროთა განმავლობაში გარკვეული გართულებები მოჰყვება, რაც თანდათან შეიძლება შეუქცევადი პროცესი გახდეს. შექნას პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რადგანაც შიმშილობით ფერმენტაციაც ნადგურდება. იმავე კვერცხის დიეტამ, შეიძლება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ, ჩემთვის ამგვარი შიმშილი მიუღებელია და როგორც გითხარით, დიეტა ჩემთვის სწორი, დაბალანსებული, რაციონალური კვებაა და არა შიმშილი...

- კალორიების დიეტაზე რას გვეტყვით?
- კალორაჟები აუცილებელია, ეს ნორმალურ კვებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ აქ უნდა შევარჩიოთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც ჯანსაღია და ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი. თუ ვიცით, რომ დღის განმავლობაში 1200 კილოკალორია უნდა მივიღოთ და მას მხოლოდ ერთი ფილა შოკოლადით ვინაზღაურებთ, - არ შეიძლება. 1200 კილოკალორიას უნდა შეადგენდეს - მინერალები, ვიტამინები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, რომ ორგანიზმმა დაბალანსებულად მიიღოს საკვები. ეს სარჩო ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელია. სასურველია, ყოველთვის დავთვალოთ მიღებული კალორაჟი. ის დახარჯულ კალორაჟზე მეტი არ უნდა იყოს.

თუ გვინდა, წონის კლება, ამ შემთხვევაში, ჩვენი გახარჯული კალორიები უნდა აღემატებოდეს დაახლოებით, 800 კილოკალორიით მიღებულ კალორაჟს. თუ გვინდა, წონის შენარჩუნება, გახარჯული კალორაჟი უნდა აღემატებოდეს მიღებულ კალორიებს დაახლოებით, 500 კილოკალორიით.

- როგორ დავადგინოთ, რამდენს ვხარჯავთ და რამდენი უნდა მივიღოთ?
- კარგია, თუ სახლში კალორიების მთვლელი მანქანა გვექნება, მაგრამ რადგანაც ის ყველას არ აქვს, არის  ცხრილები, სადაც მოცემულია, ჩვენი სხვადასხვაგვარი მოძრაობის დროს რამდენ კილოკალორიას ვხარჯავთ (იხილეთ პროდუქტთა კალორიულობის ცხრილი აქ) მიღებული კალორაჟის დათვლა მარტივია, - ყველა პროდუქტს, რასაც მივირთმევთ და რასაც მარკეტში ვიძენთ, ეტიკეტზე აქვს დატანილი, რამდენ კილოკალორიას შეიცავს.

რაც შეეხება დახარჯვას, ეს ინდივიდუალურია, მაგრამ უამრავი აპლიკაცია არსებობს, სადაც შეგვყავს მონაცემები და ვიგებთ რამდენი კილოკალორია დავხარჯეთ.

- ადამიანი ყველაზე მატად წონაში როდის იკლებს: ვარჯიშისას, სწორი კვებისას,
თუ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სტილით?

- ყველაფერი ერთად და კომპლექსურადაა საჭირო. თუ წონას ვებრძვით, ეს საკითხი მხოლოდ ესთეტიკური კუთხით არ უნდა დავინახოთ, ყველაფერს სამედიცინო კუთხით უნდა მივუდგეთ, რადგან ზედმეტი წონა მხოლოდ ორგანიზმის მდგომარეობა არ არის, ეს დაავადებაა, რომელსაც სხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

- როგორ ვიცი, უცხოელი მედიკოსები სიმსუქნეს უკვე პანდემიას უწოდებენ.
- დიახ, ზედმეტი წონა და სიმსუქნე XXI საუკუნეში პანდემიაა. ამერიკის შეერთებული შტატები ამას დიდი ხანია მიხვდა და პრევენციული ღონისძიებები სადაზღვევო სისტემაშიც კი შეიტანა. პრევენცია იმიტომ, რომ შემდგომ ამ კუთხით დიდი დანახარჯი არ ჰქონდეს.

ასე რომ, კომპლექსურად მნიშვნელოვანია როგორც სწორი კვება, ასევე წყლის მიღების დაბალანსება, ფიზიკური აქტივობა, - ყველაფერი კი იმისთვის, რომ არ ვიზრუნოთ მხოლოდ ესთეტიკურ მხარეზე, არამედ მთლიანად ორგანიზმის გაჯანსაღებაზე.

- რაც შეეხება შაქარს, მისი მიღება მართლაც საზიანოა ორგანიზმისთვის?
- რაფინირებული შაქარი ყველამ უნდა შეზღუდოს! არადა, ამ შაქარს ყოველდღიურობაში აქტიურად მოვიხმართ, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის ნორმალური ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელი კომპონენტი არ არის. შაქარს სხვადასხვა პროდუქტით ისედაც ვიღებთ, რაც ორგანიზმის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მოკლედ, რაფინირებული შაქარი მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის მიღებული დანამატია. ამიტომ მისი ამოღება კვების რაციონიდან სავსებით შესაძლებელია! 

- ერთი მარტივი დიეტა რომ განვაზოგადოთ ან ჯანსაღი კვების გარკვეული მოდელის შესახებ ვისაუბროთ.
- აუცილებელია, კვება დღის განმავლობაში იყოს ჯერადი. კვებებს შორის უნდა დავიცვათ საათობრივი რეჟიმი (სამი-სამსაათ-ნახევარი). ხილი ცალკე კვებად უნდა იქნას გატანილი და არა დესერტად, კვების შემდეგ.

საუზმე სასურველია რძის პროდუქტისგან შედგებოდეს: მაგალითად, ხაჭოსგან, ან მივიღოთ ბურღულეული (უმჯობესია შვრიის ფაფა). სამსაათ-ნახევარში კი მივირთვათ ხილი, რომ ხილში არსებული მინერალები, ვიტამინები ორგანიზმმა მთლიანად აითვისოს.

სადილი უნდა იყოს ნოყიერი, რომელიც უნდა მოიცავდეს ხორცს, ან ხორცის პროდუქტს, ასევე ბოსტნეულს და ბურღულეულს (ან პური, ან კარტოფილი, ან წიწიბურა). შემდეგ კვებაზე ხილი ისევ ცალკე უნდა მივიღოთ. ვახშმად ბოსტნეული და/ან რძის ნაწარმი.

- ვახშმობა რომელ საათზე სჯობს?
- საღამო ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუ ჩვენი დღის რეჟიმი ძალიან დატვირთულია და ღამით 2 საათზე ვიძინებთ, საღამოს 7-ზე საკვების მიღების შეწყვეტა არ შეიძლება. 7-დან 2 საათამდე დიდი დროა იმისთვის, რომ ორგანიზმი საკვების გარეშე ვამყოფოთ. თუ 10-11 საათზე ვწვებით, რეკომენდებულია ვახშამი 7 საათზე. თუ 12 საათზე იძინებთ, 8-9 საათზეც შეგიძლიათ საკვების მიღება... ჯანმრთელობის ერთ-ერთი საწინდარი სწორი კვებაა!

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
17:17 / 16-05-2017
ნინა
0
,,7-დან 2-მდე დიდი დროა ორგანიზმი საკვების გარეშე ვამყოფოთო"- რომ წავიკითხე გამეღიმა,რადგან მე დღის სამი საათის შემდეგ, მეორე დილის 9 საათამდე არაფერს ვჭამ, უკვე კარგახანია და მშვენივრად ვგრძნობ თავს,თუ მომშივდება ერთ ჭიქა წყალს დავლევ და გადამდის შიმშილის გრძნობა.108 კილო ვიყავი და ორ თვეში 12 კგ დავიკელი,პარალელურად ვვარჯიშობ ყოველ დილით,თან ადრე ძალიან ცოტა წყალს ვსვამდი,ახლა კი 2 ლიტრამდე წყალს ვღებულობ,აქედან 500მლ-ს, დილით, უზმოზე ვსვამ და მხოლოდ 45 წუთის შემდეგ ვსაუზმობ მსუბუქად,შემდეგ, ყოველ ორ საათში,რაც მინდა იმას მივირთმევ ნორმის ფარგლებში და არა გადამეტებულად. მე ვთვლი,რომ ყველაფერი ინდივიდუალურია,ასე,ერთნაირი რეცეპტი ყველასთვის არ არსებობს,ჩემმა ორგანიზმმა ასეთი კვება მიიღო და ძალიან შედეგიანიც აღმოჩნდა ჩემთვის.ვაპირებ,ცხოვრების ბოლომდე ასე ვიკვებო,იმიტომ,რომ ძალიან მომწონს. :) :)
22:51 / 02-05-2017
lali
0
მაქვს ბედნიერება და მოვისმინე მისი ლექცია ტრენინგი,ძალიან საინტერესოდ და მარტივად ხსნის,და შეუძლებელი არაა,რასაც ამბობს,არა-დიეტას.კი-ჯანმრთელ კვებას
მსგავსი სიახლეები
ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, სად ბინადრობდა თევზი, სანამ ანკესზე წამოეგებოდა...
ქართველ პიანისტსაც ფორმაში ყოფნის საკუთარი საიდუმლო აქვს
ნესვი ძალიან მაღალკალორიულია, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს
პირველ რიგში მინდა გირჩიოთ, რომ ძალიან ნუ ინერვიულებთ და დეპრესიაში ნუ ჩავარდებით იმის გამო,
ნუკის საკუთარი ცხოვრების მანძილზე არაერთი დიეტა გამოუცდია, მათ შორის კანფეტების დიეტაც
მათი რეალური რჩევები დაგეხმარებათ, საკუთარი ცხოვრების წესის გაკონტროლებაში
ეს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტურია
როგორ ვაკონტროლოთ შიმშილის ჰორმონი?
სწორად შიმშილი საუკეთესოა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად
"წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, რაც გვეხმარება წონის კლებაში"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 22-08-2017  Image ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
22:18 / 22-08-2017  Image გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება
"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26"
21:18 / 22-08-2017  Image მამუკა ხაზარაძე - "თიბისი ჯგუფი" დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
კომპანია "ბორჯომი" ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა
18:37 / 22-08-2017  Image "ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი
"მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი"
13:16 / 22-08-2017  Image "ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"
"ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49