20 წლის გოგონა, რომელსაც 2 წელია დიაგნოზს ვერ უსვამენ, უმძიმეს მდგომარეობაშია - მარიამ ჩაჩუას თქვენი დახმარება სჭირდება!

20 წლის გოგონა, რომელსაც 2 წელია დიაგნოზს ვერ უსვამენ, უმძიმეს მდგომარეობაშია - მარიამ ჩაჩუას თქვენი დახმარება სჭირდება!

სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" განცხადება გავრცელდა - 20 წლის გოგონასთვის უარყოფითი რეზუსის პირველი ჯგუფის სისხლს ეძებდნენ. აღმოჩნდა, რომ 20 წლის მარიამს, რომელიც ახლაც ინგოროყვას კლინიკაში წევს უმძიმეს მდგომარეობაში, წელიწადზე მეტია, დიაგნოზს ვერ უდგენენ, არადა, მუცელი სითხით აქვს სავსე და მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ერთი სავარაუდო ვერსიით, მარიამ ჩაჩუას აქვს პელიოზი, ღვიძლის დაავადება. ინტერნეტში ამოვიკითხეთ, რომ პელიოზის ანუ ღვიძლის პურპურის არსებობისას ღვიძლში წარმოიქმნება "სისხლით სავსე ღრუები". თუმცა, არც ეს დიაგნოზია ზუსტი, შესაბამისად, მას ვერანაირი მკურნალობა ვერ უტარდება...

მარიამი სასწრაფოდ უცხოეთში გამოკვლევას საჭიროებს, თუმცა ხელმოკლე ოჯახს ყველა რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების თანადგომის იმედადაა დარჩენილი. მარიამ ჩაჩუას დედას - მზია წიქვაძეს კლინიკაში დავუკავშირდით და გოგონას მდგომარეობა მოვიკითხეთ.

მზია წიქვაძე:

- მარიამი ყოველთვის სიცოცხლით სავსე, ხალისიანი, მეგობრული ბავშვი იყო, სწავლობდა, ერთობოდა, ოცნებობდა და სამომავლო გეგმებს აწყობდა, მაგრამ... ეს უბედურება ორი წლის წინ დაგვატყდა თავს, მაშინ მარიამი 18 წლის იყო. იმ წელს სკოლა დაამთავრა და იმავე ზაფხულს, 3 აგვისტოს უცებ შეუძლოდ გახდა. დაეწყო პირღებინება და ისე დასუსტდა, სიარულსაც ვეღარ ახერხებდა.

სამტრედიაში ვცხოვრობთ და მაშინვე იქაურ ექიმს მივაკითხეთ, რომელმაც დაგვამშვიდა: აშკარად მოწამლულია, თანაც მდინარეზე უბანავია და ეტყობა, ამან კიდევ უფრო ცუდად გახადაო. რაღაც მკურნალობა დაუნიშნა და შინ გამოგვიშვა. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით და უკეთესობა რომ ვერ დავინახეთ, ქუთაისში წავიყვანეთ. იქ გამოკვლევები ჩაუტარეს, გვითხრეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვსო და კვლავ რაღაც მკურნალობა დაუნიშნეს.

ბავშვს კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა მდგომარეობა და იძულებული გავხდით, თბილისში ჩამოვსულიყავით. მარი არათუ ვერ დადიოდა, უკვე ვეღარც დგებოდა და ჯდებოდა. დიაგნოზის გასარკვევად 6 თვის განმავლობაში ბევრი კლინიკა მოვიარეთ. ათასნაირ კვლევას უტარებდნენ, მაგრამ - ამაოდ. ჩვენს ოჯახს ამ კვლევების ფულიც არ ჰქონდა და ნათესავები და მეგობრები გვეხმარებოდნენ. ყველა გვერდით დაგვიდგა, ოღონდაც გაგვერკვია, მარიამს რას დაემართა. ქართველი ექიმები გვეუბნებოდნენ, ღვიძლია მძიმე მდგომარეობაშიო  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი