გაიცანით უკრაინელი ქალი, რომელმაც სვანეთში კაფე Erti Kava გახსნა

გაიცანით უკრაინელი ქალი, რომელმაც სვანეთში კაფე Erti Kava გახსნა

ცნობილი კიეველი პიარმენეჯერი და ბიზნეს ტრენერი ტანია მერზლაია ბოლო რამდენიმე თვეა სვანეთში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

საქართველოში ცხოვრების იდეა ქვეყანაში ერთ-ერთი მოგზაურობისას გაუჩნდა. როგორც თვითონ ამბობს, კიევში დაბრუნებისას იგრძნო, რომ ყველაფერი ზედმეტად ხმაურიანი და რთულია, ვიდრე მთებში. ამიტომ როცა ინტერნეტში ჰოსტელში მოხალისედ მუშაობის ვაკანსიას გადააწყდა, მაშინვე დათანხმდა და თვენახევარში მესტიაში საცხოვრებლად გადავიდა.

სოფელში, სადაც ტანია მერზლაია ცხოვრობს, აქამდე არცერთი კაფე არ იყო, თუმცა, ზამთრის სეზონზე საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა. ტანიას ყავახანის გახსნის იდეა მისმა ნაცნობმა შესთავაზა. იდეიდან კაფე Erti Kava-მდე მხოლოდ 1,5 თვე გავიდა.

დღესდღეობით კაფე Erti Kava მომხმარებელს ყავის მდიდარ ასორტიმენტს სთავაზობს. ფასები საშუალოზე მაღალია, რაც განპირობებულია იმით, რომ რძე უახლოესი ქალაქიდან ჩამოდის, ხოლო ყავა - უკრაინიდან. როგორც კაფეს მფლობელები ამბობენ, ის აღჭურვილია ძვირად ღირებული იტალიური ტექნიკით, ხოლო ფასები საშუალოზე მხოლოდ ერთი ლარით ძვირია. მაგალითად, კაპუჩინოს ყიდვას მომხმარებელი 7 ლარად შეძლებს.

ბიზნეს გეგმის მიხედვით, კაფე მასში ჩადებულ ინვესტიციებს მე-18 თვისთვის ბოლომდე ამოიღებს. ინვესტიციები დამფუძნებლების პირადი ფულადი დანაზოგებისგან და საბანკო კრედიტებისგან შედგება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი