როგორ ავაშენოთ საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა სახლი

როგორ ავაშენოთ საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა სახლი

როცა გამონაბოლქვის, გახშირებული მშენებლობების, მწვანე ნარგავების დეფიციტის, გენმოდიფიცირებული პროდუქტების პირობებში გვიწევს ცხოვრება, ნელ-ნელა მკვიდრდება ტენდენცია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შევიძინოთ, რათა შხამქიმიკატებით გამოწვეული დაავადებები თავიდან ავიცილოთ და სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ.

ამ ტენდენციის ნაწილი ეკოსახლებია, რომლებიც ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება, გამძლეა და ენერგოეფექტური. ასეთი სახლები შეიძლება ნამჯის, ხის, თიხისა და პერლიტისგან იყოს აშენებული.

საქართველოში რამდენიმე ნამჯის სახლია, ერთი კახეთში, კერძოდ ბაკურციხეში მდებარეობს, მეორე, საკონფერენციო დარბაზი, მისაქციელში და კიდევ ერთი, "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" მეოთხე კურსის სტუდენტებმა, თბილისში, საბურთალოს რაიონში ააშენეს.

ბაკურციხეში აგებული 36 კვ.მ-ის ნამჯის სახლის მშენებლობის ღირებულებამ 6 000 ლარი შეადგინა, თბილისში კი, 24 კვ.მ ფართობის სახლი მშენებლობაში 4 000 ლარი დაიხარჯა. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი