კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:13 / 21-04-2017
უნგრეთის პრემიერს "მარიოტთან" ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით დახვდნენ - ვიქტორ ორბანის კომენტარი
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებენ, რომ სოროსის იდეებს ეწინააღმდეგებიან, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის დაპირისპირება პლაკატის წართმევის მცდელობას მოჰყვა. თუმცა სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

რამდენიმე წუთის წინ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი მივიდნენ.

მათ "ქორთიარდ მარიოტთან" ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.

ცენტრალური
ევროპის უნივერისტეტის მხარდამჭერებმა ვიქტორ ორბანს უნგრულ ენაზე შეძახილებით მიმართეს, ხოლო კონტრაქციის მონაწილეებმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ტაშით შეაცილეს.

ორივე აქცია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. აქციის მონაწილეეებს შორის სამართალდამცველები დგანან.

აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შესაძლო დახურვას აპროტესტებს, მეორე ნაწილი კი, მხარს უჭერს. აქციას მართავენ ის სტუდენტები, რომლებმაც განათლება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მიიღეს და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის დახურვით მათ მომავალს საფრთხე ექმნება.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" ასევე შეიკრიბნენ "ქართული იდეის" წარმომადგენლები, რომლებიც კონტრაქციას მართავენ და აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის სოროსის მორიგი პროექტი, რომელიც "ეროვნულობის განადგურებას ემსახურება".

"უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება", - ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენლები უნგრეთის პრემიერისგან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბედით დაინტერესდნენ.

"ამის თაობაზე ბევრი ინფორმაცია მინახავს. მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამაზე მიდის საუბარი და მოლაპარაკება", - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განახლებულ რეგულაციებს განათლების შესახებ კანონში, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში დაფუძნებული უნივერსიტეტების ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს. შედეგად, ბუდაპეშტში მოქმედ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU), რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ არის დაფუძნებული, დახურვა ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49