უნგრეთის პრემიერს "მარიოტთან" ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით დახვდნენ - ვიქტორ ორბანის კომენტარი

უნგრეთის პრემიერს "მარიოტთან" ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით დახვდნენ - ვიქტორ ორბანის კომენტარი

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებენ, რომ სოროსის იდეებს ეწინააღმდეგებიან, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის დაპირისპირება პლაკატის წართმევის მცდელობას მოჰყვა. თუმცა სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

რამდენიმე წუთის წინ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი მივიდნენ.

მათ "ქორთიარდ მარიოტთან" ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.

ცენტრალური ევროპის უნივერისტეტის მხარდამჭერებმა ვიქტორ ორბანს უნგრულ ენაზე შეძახილებით მიმართეს, ხოლო კონტრაქციის მონაწილეებმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ტაშით შეაცილეს.

ორივე აქცია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. აქციის მონაწილეეებს შორის სამართალდამცველები დგანან.

აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შესაძლო დახურვას აპროტესტებს, მეორე ნაწილი კი, მხარს უჭერს. აქციას მართავენ ის სტუდენტები, რომლებმაც განათლება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მიიღეს და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის დახურვით მათ მომავალს საფრთხე ექმნება.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" ასევე შეიკრიბნენ "ქართული იდეის" წარმომადგენლები, რომლებიც კონტრაქციას მართავენ და აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის სოროსის მორიგი პროექტი, რომელიც "ეროვნულობის განადგურებას ემსახურება".

"უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება", - ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენლები უნგრეთის პრემიერისგან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბედით დაინტერესდნენ.

"ამის თაობაზე ბევრი ინფორმაცია მინახავს. მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამაზე მიდის საუბარი და მოლაპარაკება", - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განახლებულ რეგულაციებს განათლების შესახებ კანონში, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში დაფუძნებული უნივერსიტეტების ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს. შედეგად, ბუდაპეშტში მოქმედ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU), რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ არის დაფუძნებული, დახურვა ემუქრება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი