კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:52 / 21-04-2017
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი, ზღვაზე - შტორმი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

როგორც ”ინტრეპრესნიუსს” სააგენტოდან აცნობეს, 23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს, შეიცვლება ქარის მიმართულება.

”21 აპრილს დღის ბოლოდან და 22 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოიდარებს, შეიცვლება ქარის მიმართულება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი”, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ქარი, წვიმა, თოვლი, შტორმი - როდიდან ელოდებიან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას?
12:59 / 22-04-2017
www
0
ეგეც შენი "სოლნეჩნაია გრუზია" .)))
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:00 / 22-06-2017  Image პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
+VIDEO "სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა"
21:48 / 22-06-2017  Image "ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული, მაგრამ ნურას უკაცრავად!..." - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს
"პირადად ეწევა ჩვენს ბლოკირებას ყველა მთავარ არხზე"
13:02 / 22-06-2017  Image სექსუალური სამხედრო გოგონები ისრაელის ჯარიდან
+PHOTO ყოველწლიურად ისრაელში 1 500 ჯარისკაცი ქალი ირიცხება თავდაცვით ნაწილში
16:21 / 22-06-2017  Image უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
უმრავლესობა კენჭისყრის შედეგს ტაშით შეხვდა
17:42 / 22-06-2017  Image "24-ში - ახალმთვარეობაა კირჩხიბის ნიშანში" - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი
"საერთოდ ახალმთვარეობის პერიოდი რთულია, მით უფრო ქალებისთვის"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49