გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
როგორც ”ინტრეპრესნიუსს” სააგენტოდან აცნობეს, 23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს, შეიცვლება ქარის მიმართულება.
”21 აპრილს დღის ბოლოდან და 22 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს, შეიცვლება ქარის მიმართულება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი”, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო: ქარი, წვიმა, თოვლი, შტორმი - როდიდან ელოდებიან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას?