გიორგი ბერიძემ კომპანია 2013 წელს დაარეგისტრირა. მის მფლობელობაში არსებულ რამდენიმე თონეში 8 ადამიანს ასაქმებდა, 2 თანამშრომელი კი პურის მაღაზიებში დისტრიბუციას უზრუნველყოფდა.
გიორგის მცირე ბიზნესი 2 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებდა, თუმცა საბოლოოდ მისი საქმიანობა შემოსავლის ეტაპობრივი კლებითა და საბოლოოდ გაკოტრებით დასრულდა. ბერიძეს კომპანია ოფიციალურად გაკოტრებულად არ გამოუცხადებია და ის კვლავაც აქტიური სუბიექტების სიაშია. რეალურად კი საქმიანობა შეჩერებულია.
გიორგის საქმიანობის მსგავსად, საქართველოში ბევრი მცირე თუ საშუალო კომპანია ამთავრებს საქმიანობას გაკოტრებით. მაგრამ, ასევე გიორგის მსგავსად, არც ისინი აფიქსირებენ ოფიციალურად საქმიანობის შეჩერებას. წაიკითხეთ გაგრძელება