ავღანეთში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

ავღანეთში, მაზარი-შარიფში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მაზარი-შარიფში ქართველი სამხედროებიც მსახურობენ, თუმცა ისინი ტერაქტს უვნებლად გადაურჩნენ.

ავღანეთშის ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს და 140 ჯარისკაცი მოკლეს. "ალჯაზირას" ცნობით, არიან დაშავებულებიც. ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ.

იხილეთ ვიდეო

მომხდარზე "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობამ აიღო.

ასევე იხილეთ ვიდეო: ავღანეთში სამხედრო ბაზას თალიბანის დაჯგუფება თავს დაესხა - დაღუპულია 140 ჯარისკაცი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი