რა დარღვევები გამოვლინდა სტომატოლოგიურ კლინიკების შემოწმების შედეგად

რა დარღვევები გამოვლინდა სტომატოლოგიურ კლინიკების შემოწმების შედეგად

სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების უმრავლესობა, დეზინფექცია-სტერილიზაციის ნორმების დაუცველობას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსის" მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, 2017 წელს თბილისში 21 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება შემოწმდა. სხვადასხვა სახის დარღვევების გამო 9 სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ვერ შემოწმდა 6 სტომატოლოგიური დაწესებულება, რადგან დაკეტილი იყო.

სამართალდარღვევის 9 ოქმი დაიწერა ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე, მათ შორის ორი სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე.

გამოვლენილი დარღვევები უპირატესად შემდეგ საკითხებს უკავშირდება: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 46%; სამედიცინო ნარჩენების მართვა - 31%; დოკუმენტაციის წარმოება -15%;

რაც შეეხება 2016 წელს, თბილისში, ასევე აჭარის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში შემოწმდა 143 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება. სხვადასხვა სახის დარღვევების გამო შედგა 51 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე - 4, ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე - 46 ოქმი.

უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 33%; სამედიცინო ნარჩენების მართვა -22%; დოკუმენტაციის წარმოება - 26%; ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები - 10%;

2015 წლის განმავლობაში კი შემოწმდა 422 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება თბილისში და შემდეგ რეგიონებში: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი (აქედან, შემოწმების მომენტში, არ ფუნქციონირებდა - 88). სხვადასხვა სახის დარღვევის გამო, შედგა 237 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათ შორის: სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე - 39 ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე -198.

უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დეზინფექცია-სტერილიზაცია -29%; სამედიცინო ნარჩენების მართვა -25%; დოკუმენტაციის წარმოება -16%; ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები -14%;

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაში, მათ შორის სტომატოლოგიაში არანაირი ლიცენზია ან ნებართვა არ გაიცემა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი