ნათია ფანჯიკიძე: "ეფექტიანი არცერთი დიეტა არ არის, რადგან ფსიქიკა განგაშს ტეხს"

ნათია ფანჯიკიძე: "ეფექტიანი არცერთი დიეტა არ არის, რადგან ფსიქიკა განგაშს ტეხს"

პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია და ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ ადა­მი­ან­თან უწევს ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა, დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, დი­ა­სახ­ლი­სო­ბა­საც ახერ­ხებს და ოჯა­ხის წევ­რებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი­თაც ანე­ბივ­რებს. ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე მშობ­ლებ­ზე, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე, უცხო­ურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე, დი­ე­ტე­ბის უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნა­სა და კუ­ლი­ნა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

კუ­ლი­ნა­რია, რო­გორც კულ­ტუ­რა ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ

- კერ­ძე­ბი კულ­ტუ­რის გე­მოა, იმ კლი­მა­ტის, იმ ქვეყ­ნის აზ­როვ­ნე­ბაა გე­მო­სა და სურ­ნელ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი. თა­ვის­თა­ვად, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მხო­ლოდ კვე­ბის აქ­ტი არ გახ­ლავთ, ბევრ რა­მეს გიყ­ვე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე. ამ­დე­ნად, სხვა ქვეყ­ნე­ბის გე­მო­ე­ბის გა­სინ­ჯ­ვა­ზეც არ ვამ­ბობ ხოლ­მე უარს. ჯერ კარ­გად ვაკ­ვირ­დე­ბი, ვათ­ვა­ლი­ე­რებ, რა არის და მე­რე მი­ვირ­თ­მევ. ვერ გეტყ­ვით, რომ მსოფ­ლიო მაქვს მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ საზღ­ვარ­გა­რეთ ბევ­რ­გან ვარ ნამ­ყო­ფი. მათ შო­რის, აშშ-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დი. საკ­ვე­ბის მხრივ, ყვე­ლა­ზე მე­ტად რი­თაც აღ­ვ­ფ­რ­თო­ვან­დი, მექ­სი­კუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოა. რა­ღაც­ნა­ი­რად გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბია, თა­ვი­სი ბოს­ტ­ნე­უ­ლი­ან-ყვე­ლაფ­რი­ა­ნად, ცხა­რე­ცაა, ჩვენს გე­მოვ­ნე­ბას წა­ა­გავს კი­დეც, თან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ბერ­ძ­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოც მო­მე­წო­ნა. იქ ჩას­ვ­ლი­სას მივ­ხ­ვ­დი, რომ თურ­მე ზღვის პრო­დუქ­ტებ­ზე ვგიჟ­დე­ბი. სახ­ლ­ში იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებ, რად­გან სუ­ნი დგე­ბა და თა­ვი­სი ოს­ტა­ტო­ბაც უნ­და. მირ­ჩევ­ნია, სად­მე სხვა­გან მი­ვირ­თ­ვა, ოჯახ­ში კი უფ­რო ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი გა­ვა­კე­თო. ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ოჯა­ხუ­რი სა­დი­ლე­ბი, რად­გან ყვე­ლანი ჭა­მის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ვართ და რო­ცა გვცა­ლია, მო­მენტს არ ვუშ­ვებთ ხე­ლი­დან, რომ ერ­თად ვი­სა­დი­ლოთ.

"ე­ფექ­ტი­ა­ნი არც ერ­თი დი­ე­ტა არ არის, რად­გან ფსი­ქი­კა გან­გაშს ტეხს"

- ვერ ვიტყ­ვი, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლად ძლი­ე­რი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ, მაგ­რამ ზო­გი რომ ამ­ბობს, კვერცხს და კარ­ტო­ფილს ვერ შევ­წ­ვა­ვო, ასეც არ ვარ. თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცი და რა­საც ვამ­ზა­დებ, ამ­ბო­ბენ, რომ გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის, ძი­რი­თა­დად კი ის, რაც მიყ­ვარს - ცო­მე­უ­ლი, ოღონდ ტკბი­ლი არა, ხა­ჭა­პუ­რი, ღვე­ზე­ლე­ბი და ა.შ. ცომ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რაც ასუ­ქებს. დი­ე­ტე­ბის კი "არ მწამს" და სა­სურ­ვე­ლია, გახ­დო­მის მიზ­ნით, ადა­მი­ა­ნე­ბი მკაცრ დი­ე­ტას არ იცავ­დ­ნენ. ეფექ­ტუ­რი არც ერ­თი დი­ე­ტა არ არის, რად­გან ფსი­ქი­კა გან­გაშს ტეხს, რო­დე­საც ჩვენ მას რა­ი­მეს ვაკ­ლებთ. თუ რო­მე­ლი­მე ნივ­თი­ე­რე­ბა დე­ფი­ციტ­ში წა­ვა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ორ­გა­ნიზ­მ­მა მი­სი ჭარ­ბი ანაზღა­უ­რე­ბა არ და­იწყოს. აქ­ლე­მი­ვით, კუზ­ში რომ იმა­რა­გებს ცხიმს. ამი­ტომ, ფსი­ქი­კის ამ გან­გა­შის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოყ­ვა­ნა, რომ ორ­გა­ნიზმს რა­ღაც აკ­ლ­დე­ბა, არა­სა­სურ­ვე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ისეთ რა­მე­ზე ატე­ხოს გან­გა­ში, რაც სუ­ლაც არ გიყ­ვართ.  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი