"იმედის დილა" დაიხურა

"იმედის დილა" დაიხურა

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის დილა" დაიხურა.

ამის შესახებ გადაცემის წამყვანებმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს. დილის გადაცემის დღევანდელი ეთერის დასასრულს წამყვანები - თაკო ჩორგოლაშვილი, ოთარ ტატიშვილი და ნიკა დვალიძე პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ მაყურებელს.

"შეუძლებელია ორ წუთში ვისაუბრო იმ ემოციებზე, რაც მაკავშირებს ამ ტელეკომპანიასთან, ამ სტუდიასთან. ცოტა წარმოუდგენელიცაა, რომ დილის 5 საათზე მაღვიძარა აღარ გამაღვიძებს აქ მოსასვლელად... მადლობა თქვენ, რომ გვიყურებდით, იღვიძებდით ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით ერთმანეთს" - აღნიშნა თაკო ჩორგოლაშვილმა გადაცემის დასასრულს.

არსებული ინფორმაციით, დილის ეთერში მალე ახალი გადაცემა გავა, რომელსაც "იმედის დროს" შემადგენლობიდან ცოტა ხნის წინ წამოსული ჟურნალისტები და პროდიუსერი აკეთებენ. შეგახსენებთ, "იმედის დროს" სამი ჟურნალისტი და ერთი პროდიუსერი - სოფო ნიკოლაიშვილი, სოფო მთივლიშვილი, ხათუნა გაგნიძე და მარიკა ბაკურაძე გადაცემიდან რამდენიმე კვირის წინ გაუშვეს. როგორც მაშინ პროდიუსერ სოფო ნიკოლაიშვილთან დაკავშირების შემდეგ გავარკვიეთ, საღამოს ანალიტიკური გადაცემის ჟურნალისტები დილის გადაცემაში გადაინაცვლებენ:

"მე და სამი ჟურნალისტი გადაგვიყვანეს "იმედის" ახალ პროექტში. ახალი გადაცემა უფრო საინფორმაციოს სტილის იქნება, სადაც უფრო მეტი საქმე მექნება. ამჟამად დეტალებს ვერ გაგაცნობთ, რადგან ყველა ინფორმაცია გადაცემასთან დაკავშირებით მეც არ მაქვს, მაგრამ გადაცემა დაახლოებით CBS-ის გადაცემის სტილის იქნება. ჩვენს მაყურებელს მეტად უფრო ინფორმაციულ და დინამიურ დილის გადაცემას შევთავაზებთ" - განგვიცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი