ისრაელი - აღთქმული ქვეყანა მხოლოდ ებრაელებისთვის?!

ისრაელი - აღთქმული ქვეყანა მხოლოდ ებრაელებისთვის?!

გასული წლის შემოდგომაზე ოცნება ამიხდა და ისრაელში ტურისტულად მოვხვდი. ჟურნალისტის მოწმობითა და სუფთა საპასპორტო ისტორიით ამაყად წარვდექი ბენ-გურიონის აეროპორტში. თუმცა, მხოლოდ ამ ორი დოკუმენტის იმედად არ წავსულვარ იერუსალიმისკენ. ჩემი ებრაელი მეგობარი მზად იყო, საზღვრის გადალახვის გართულების შემთხვევაში, მოსულიყო აეროპორტში და "დაემოწმებინა", რომ ნამდვილად ტურისტი ვიყავი და არა - შრომითი მიგრანტი. საბედნიეროდ, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ეჭვმიუტანლად გამატარა ბარიერს იქით და ვნახე ქვეყანა, რომელიც მუდმივი თავდაცვის რეჟიმით ცხოვრობს. ისრაელი, საქართველოს თითქმის მესამედია ტერიტორიულად. უწყლობა და ტერორიზმის მუდმივი საფრთხე ვერ აშინებს ებრაელებს, სიფრთხილითა და შრომისმოყვარეობით ჯიუტად აშენებენ მომავალს.

სამშობლოში დაბრუნებულს რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და მკითხა, - როგორ "გაძვერი" ასე ადვილად ისრაელში და რატომ არ დარჩი იქ სამუშაოდო? ერთმა ისიც მითხრა, გადამიყვანე საზღვარზე, პატივს გცემ შესაფერისსო. დელიკატურად, უარი ვუთხარი. საქართველოში არაერთი ადამიანია დაკავებული "საზღვარგადამტარებლობით". დაახლოებით 3 ათასი აშშ დოლარს ემიგრანტობის მსურველებისგან "გადამტარებელი" აიღებს, მერე ამ თანხიდან ორმხრივი ბილეთის ფასს ჩამოაჭრის (ათას ლარზე მეტი ღირს ზოგჯერ ეს ბილეთი) და თუ ისრაელის ტერიტორიაზე მიგრანტმა შეაღწია, დარჩენილი თანხა წმინდა მოგებად რჩება გადამყვანს.

მარიამი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ისრაელში მომვლელის ხელფასის მიმზიდველობის გამო გადაწყვიტა ოჯახის დატოვება. ნათესავებისგან ისესხა ფული, ორი მცირეწლოვანი შვილი ქმარსა და დედამთილს დაუტოვა და დაიმედებულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია: "მივდივარ ისრაელში. მომენატრება შვილები და ნათესავები, მაგრამ ისრაელიდან უკეთ მივხედავ ყველას. მიყვარხართ". ცოტა ხნის შემდეგ, ის იმედგაცრუებული დაბრუნდა საქართველოში და ვალით დამძიმებული, ისევ ძველებურ ცხოვრების წესს დაუბრუნდა. მარიამის მსგავსად, ყოველკვირეულად ათეულობით ადამიანი ბრუნდება ისრაელის აეროპორტიდან.

ერთ-ერთი ქართველი ებრაელი ამბობს, რომ ისრაელში საქართველოდან ჩასული 300 ათასი არალეგალია. ქართველი ემიგრანტები უფრო დაბალი ანაზღაურებითა და მძიმე რეჟიმით მუშაობენ, სხვაგვარად ისინი შრომითი ბაზრის კონკურენციას ვერ გაუძლებენ.  წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი