იერუსალიმის პატრიარქი - აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა ყოვლად მიუღებელია

იერუსალიმის პატრიარქი - აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა ყოვლად მიუღებელია

ისრაელის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილოს მესამეს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სხვა საკითხებთან ერთად ელჩმა და პატრიარქმა აფხაზური ელექტრონული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრეს, რომლის თანახმადაც, 10 აპრილს, თეოფილოს III იერუსალიმში აფხაზი მომლოცველები მიიღო და ე.წ. "აფახაზეთის მთავრობა" დალოცა.

შეხვედრაზე, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III დაადასტურა აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის ყოვლად მიუღებელია ამგვარი შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა. "ჩემი მკაცრი პოზიცია არის, რომ მე არ ვერევი პოლიტიკაში. მე მათ შევხდი, როგორც ქრისტიანებს, რომლებიც მოსალოცად ჩამოვიდნენ ისრაელში წმინდა მიწაზე აღდგომის დღესასწაულზე. ამ პერიოდში, როგორც ჩემთვის ცნობილია ბევრი მომლოცველი ჩამოდის საქართველოდან და ვფიქრობ კარგია, როდესაც არსებობს შესაძლებლობა ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს", - აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა და გამოხატა წუხილი, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასთან აუდიენციას სხვადასხვა ინტერპრეტაციები ეძლევა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი