როგორ შოულობენ ქართველი ფერმერები წლიურად 100 000 ლარს

როგორ შოულობენ ქართველი ფერმერები წლიურად 100 000 ლარს

ნებისმიერ ფერმერს, რომელსაც შრომა და გამოწვევები უყვარს, შეუძლია, საკუთარი საქმიანობა მსხვილ ბიზნესად აქციოს, რაც როგორც პირადი კეთილდღეობის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში ამის მაგალითი უკვე საკმაოდ ბევრია.

მიუხედავად მძიმე სოციალური მდგომარეობისა, საქართველოში არსებობენ ფერმერები, რომლებმაც საქმიანობა ნულიდან, ფიზიკურად შრომითა და მონდომებით დაიწყეს, ახლა კი მათი წლიური ბრუნვა დაახლოებით, 100 000 ლარია. ჩვენ რამდენიმე მათგანს შესახებ ვესაუბრეთ.

დაწვრილებით იხილეთ სპეც-პროექტი: რა შემთხვევაში აღწევს სოფლად მცხოვრებთა შემოსავალი 100 000 ლარს

მარიამ კოდუა, რომელიც ოჯახთან ერთად თხილის მოყვანა-წარმოებითაა დაკავებული, სამეგრელოში ცხოვრობს, 17 ჰექტარ მიწას თავად ფლობს, ხოლო 80 ჰექტარი იჯარით აქვს აღებული, მარიამი ასევე თხილის მცირე საწარმოს ფლობს.

"თხილის მოვლის ყოველწლიური ხარჯი 1 ჰექტარზე, დაახლოებით, 2 000 ლარია, რაშიც სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, დამხმარე პერსონალის ანაზღაურება და მოსავლის აღების ხარჯების შედის.

1 ჰექტარზე თხილის ბაღის გაშენება, საირიგაციო სისტემით, დაახლოებით 7 000 ლარამდე ჯდება, მინისაწარმოს მშენებლობა კი ნახევარ მილიონამდე. რაც შეეხება თხილის ფასს, ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასი ამჟამად 50 თეთრიდან 7 ლარამდე ხარისხის მიხედვით მერყეობს, საექსპორტო ღირებულება კი 6,50-7 დოლარია. თხილის ექსპორტს ძირითადად, გერმანიასა და იტალიაში ვახდენთ. პროდუქცია ექსპორტისთვის რომ გაამზადო, 22 ტონა თხილის (რომელიც ერთ სატვირთო ავტომობილში ეტევა) ღირებულება დაახლოებით 120 000$-ია, რომელსაც მისი ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ გიგზავნიან. მისი რეალიზაცია არც ადგილობრივ ბაზარზეა რთული, რადგან უამრავი კომპანიაა, რომელიც თხილს იბარებს," - განმარტავს მარიამ კოდუა წაიკითხეთ გაგრძელება

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

შავი სიმინდი, ოქროსფერი კენკრა, აფრიკული კიტრი... - გაიცანით კაცი, რომელსაც მრავალი წელია ლაგოდეხში ეგზოტიკური პროდუქტები მოჰყავს

"საშა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ბერიას ცოლს ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ" - ვინ იყო თბილისის ნომერ პირველი "პარტნოი"?