მოქალაქეებს საკუთარი საკრედიტო ისტორიის ნახვა უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ

მოქალაქეებს საკუთარი საკრედიტო ისტორიის ნახვა უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ

როგორია თქვენი საკრედიტო ისტორია - დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ უკვე ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ. სერვისის მეშვეობით, რომელსაც "კრედიტინფო საქართველო" მოქალაქეებს სთავაზობს, პირს შესაძლებლობა ექნება, საკუთარ საკრედიტო ისტორიას თვალყური ინტერნეტით მიადევნოს. როგორც "ჩემი კრედიტინფოს" გვერდზე ვკითხულობთ, სერვისი საშუალებას გაძლევთ ინფორმაცია მიიღოთ თქვენი დახურული და მიმდინარე კრედიტების, საკრედიტო ქულისა და რეიტინგის შესახებ, ნახოთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს საკრედიტო ქულაზე და მიიღოთ ინფორმაცია თქვენს საკრედიტო რეპორტში განხორციელებულ ცვლილებებსა და ძიებებზე. "ჩემი კრედიტინფოს" სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

ინფორმაციის მიღება ფასიანია და სამი პაკეტისაგან, სტანდარტული, საბაზისო და პრემიურისაგან შედგება. პაკეტების ფასი 5-დან 50 ლარამდეა განსაზღვრული. ინფორმაციაზე წვდომის ხანგრძლივობა კი 30 დღიდან 1 წლამდეა გათვალისწინებული.

იხილეთ ვიდეო

"კრედიტინფო საქართველოს" გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, ინფორმაციის მიღების გარდა, "ჩემი კრედიტინფრო" მომხმარებლების დამხარებასაც ითვალისწინებს.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი