დეკანოზი კახაბერი "გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე - ყოვლად დაუშვებელი და გაუგონარია, ადამიანმა რელიგიური მრწამსი შეიცვალოს იმის გამო, რომ ჯარში არ წავიდეს

დეკანოზი კახაბერი "გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე - ყოვლად დაუშვებელი და გაუგონარია, ადამიანმა რელიგიური მრწამსი შეიცვალოს იმის გამო, რომ ჯარში არ წავიდეს

ყოვლად დაუშვებელია, ადამიანმა რელიგიური მრწამსი შეიცვალოს იმის გამო, რომ ჯარში არ წავიდეს, - ასე ეხმაურება "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი "გირჩის" მიერ რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნებას, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს.

მამა კახაბერი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციაში "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება" გაწევრიანება რელიგიის შეცვლას ნიშნავს.

"თუ მართლმადიდებელი იყო და ევანგელისტური ეკლესიის მღვდელმსახური გახდება, რა თქმა უნდა, ადამიანი რელიგიას იცვლის. ყოვლად დაუშვებელია, ადამიანმა რელიგიური მრწამსი შეიცვალოს იმის გამო, რომ ჯარში არ წავიდეს. სიკვდილზე მიდიოდნენ, უარი რომ არ ეთქვათ სარწმუნოებაზე. ამის უამრავი მაგალითია საქართველოშიც და მსოფლიოშიც", - განაცხადა მამა კახაბერმა.

დეკანოზის განმარტებით, კანონის თანახმად, თუ პირს სურს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური გახდეს, იგი ალტერნატიულ სამსახურს გადის და საზოგადოებრივ შრომას ეწევა.

"სამხედრო სამსახური სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელია. შენს ქვეყანას რომ ემსახურო, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ჩვენ გვაქვს კანონი, რელიგიური გრძნობების გამო, ადამიანმა შეიძლება სამხედრო სამსახურზე უარი თქვას, მაგრამ ალტერნატიული სამსახური ყველა შემთხვევაში უნდა გაიაროს. ასეთებს ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ. ეს იქნება მშენებლობა, ან საზოგადოებრივი საქმიანობის სადმე სხვაგან გაწევა, მხოლოდ არ იქნება ჯარისკაცი. მსგავსი რამ მართლმადიდებელ ეკლესიასაც აქვს. ადამიანს, რომელსაც სასულიერო პირად გახდომა სურს, შეუძლია უარი თქვას სამხედრო სამსახურზე და ალტერნატიული სამუშაო შეასრულოს იმ ვადით, რაც ჯარში უნდა ემსახურა, მაგრამ ამის გამო ადამიანმა რელიგია შეიცვალოს, რომ ჯარში არ გაუშვან, გაუგონარი ამბავია", - განაცხადა მამა კახაბერმა.

როგორც ცნობილია, "გირჩის" წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" დააფუძნეს, რომელიც, როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა წვევამდელს აძლევს საშუალებას, სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადოს, თუ მღვდელმსახურია ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი