ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ აძვში 70 წლის ელდარ გუნდიშვილი მეორედ დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ აძვში 70 წლის ელდარ გუნდიშვილი მეორედ დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა, ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი, 70 წლის ელდარ გუნდიშვილი დააკავეს.

რგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გუნდიშვილი თანასოფლელებთან ერთად, სოფლის განაპირას, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და დააკავეს.

თვითმხილველების განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეები გუნდიშვილთან ერთად სოფელ აძვის სხვა მცხოვრებლების დაკავებასაც შეეცადნენ, თუმცა მათ გამოქცევა შეძლეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. ელდარ გუნდიშვილის ახლობლების თქმით, ოჯახს სოციალურად საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს და მოთხოვნის შემთხვევაში, ე.წ. საჯარიმო თანხის, 2 000 რუსული რუბლის გადახდას ვერ შეძლებს. ამასთან, ოჯახის წევრების განცხადებითვე, ელდარ გუნდიშვილი უკვე მეორედ არის დაკავებული და შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული საჯარიმო თანხა გაორმაგდეს. ასევე დაკავებულის ახლობლების თქმით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც ცხინვალის იზოლატორში შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი