როგორ აღმოჩნდა "გაულაწუნე" პარლამენტში და შემდეგ ციხეში - "ნატვრის ხის" პერსონაჟის ცხოვრების უცნობი დეტალები

როგორ აღმოჩნდა "გაულაწუნე" პარლამენტში და შემდეგ ციხეში -  "ნატვრის ხის" პერსონაჟის ცხოვრების უცნობი დეტალები

"მაგისი წამალი ნარგიზაა" - ამ "რეცეპტის" გაგონებისას ყველას "ნატვრის ხის" პერსონაჟი ახსენდება, მერე კი ბებია, რომელიც ერთი ხელით ბიჭს ექაჩება, მეორით კი ქათამი დაჰყავს სოფელ-სოფელ (წამლობის საფასურად) და "კარგი გვარისებს" ეხვეწება, - "შემოულაწუნე, ისევ გაშტერდაო".

რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ამ ფილმში მთელ ქართულ თანავარსკვლავედს მოუყარა თავი. მათ გარემოცვაში გატარებულ დღეებს სიამოვნებით იხსენებს დათო აბაშიძე - იგი 16 წლის იყო, როდესაც "გაულაწუნეს" როლი შეასრულა, ახლა - 56 წლისაა.

თენგიზ აბულაძის ქალიშვილი - ქეთინო ჩემი კლასელი და მეგობარი იყო. ჰოდა, რეჟისორის თვალთახედვის არეშიც ამ ურთიერთობის შედეგად აღმოვჩნდი. შემოთავაზებამ, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა. პირველ რიგში იმიტომ, რომ სკოლიდან ხანგრძლივი ვადით გამათავისუფლეს და ჩემი მეგობრები გაკვეთილზე რომ ისხდნენ, იმ მომენტში მე საინტერესოდ გამყავდა დრო გადაღებებზე. ეს დიდი ბედნიერება და დიდი გამართლება იყო. უთბილესი პიროვნება გახლდათ ბატონი თენგიზი. ენერგიით აღავსებდა ნებისმიერ ადამიანს.

გადაღებები კახეთში, საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. მეტწილად ერთად ვიყავით ხოლმე: მე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა კოლელიშვილი. მართალია, ჩვენ ყოველდღიურად აღარ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ დღემდე მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს.

- "გაულაწუნეს" ბებიას როლს ვინ ასრულებდა?

- ადგილობრივი ქალბატონი იყო, რომელმაც კარგა ხანს მატარა ხელიხელჩაკიდებული... სხვათა შორის, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი დუბლის გადაღება არ დაგვჭირვებია. ხშირად, პირველივე დუბლის შემდეგვე დაიძახებდა ხოლმე ბატონი თენგიზი: "გადაღებულია"!

- ნარგიზას როლის შემსრულებელზე რას გაიხსენებთ?

- ეს ქალბატონი ჩრდილო ოსეთიდან იყო, თემინა ტუაევა. დიდი მეგობრობა არ გვაკავშირებდა, ჩემზე დაახლოებით 5 წლით უფროსი იყო.

- თქვენი გმირის ემოციები ცნობილია - ნარგიზას დანახვაზე, თქვენ რა რეაქცია გქონდათ?

- მეც არ ვიყავი მთიდან ჩამოსული... რომ გითხრათ, გადავირიე-მეთქი, ნამდვილად არა, მაგრამ ლამაზი, შესანიშნავი ქალბატონი იყო. იცით, ამ ფილმზე მუშაობა ერთი დიდი დღესასწაული გახლდათ. როდესაც რამაზ ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი, კოტე დაუშვილი, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე და სხვები ჩემ ირგლივ ტრიალებდნენ, ზღაპარში მეგონა თავი. ვაცნობიერებდი, რომ ჯადოსნური სიტუაციის შემადგენელი, ერთი პატარა ჭანჭიკი ვიყავი. იქ ყოველი დღე - დღესასწაული იყო. დაილოცოს კახეთის მადლიანი მიწა. ყველამ იცოდა ამ არტისტების ფასი. დღისით გადაღებები მიმდინარეობდა, საღამოობით კი ამ საზოგადოებასთან ერთად, სუფრასთან ყოფნა და მოლხენა დიდი სიამოვნება იყო. იშვიათად ვყოფილვარ ისეთ სუფრაზე, სადაც ხმის ამოღება აზრად არ მომსვლია. იქ კი ისეთი სიტუაცია იყო, უნდა გესმინა.... განაგრძეთ კითხვა