ნინო წილოსანი თბილისში 4 შვილის დედის შემზარავი მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

ნინო წილოსანი თბილისში 4 შვილის დედის შემზარავი მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

პარლამენტარი ნინო წილოსანი თბილისში 4 შვილის დედის შემზარავი მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

"4 შვილის დედა ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა... შეძრწუნებული ვარ! ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებსაც ვერ პოულობ. უბრალოდ, გინდა, იყვირო და ყველას მიაწვდინო ხმა, გააგებინო, რომ ეს თითოეულს გვეხება.

მე არ მჯერა, რომ კაცი, ზოგადად, მოძალადე, აგრესორი და ცოლის მკვლელია. და როცა ასეთი გამოჩნდება, მას ვინმე რამე მიზეზით ამართლებდეს.

ახლა კაცებმა უნდა აიმაღლონ ხმა, რადგან მათმა სიჩუმემ ხვალ შეიძლება, მათი ქალიშვილები და დები აქციოს მსხვერპლად

ზუსტად ახლა უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვისთვისაც ქალის მსხვერპლშეწირვა მიუღებელია. ერთმანეთს უნდა მივაწვდინოთ ხმა და გავაძლიეროთ ერთმანეთი" - წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისათვის: თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, 40 წლის ქალი ელექტროსადენით გაგუდული იპოვეს. მოკლულ მირანდა ვაჩეიშვილს ოჯახი ერთი დღის განმავლობაში ეძებდა. დანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ვაჩეიშვილის ყოფილი ქმარი – გიორგი ჯანაშვილი დააკავა, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჯანაშვილს ამ დროისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მოკლულ მირანდა ვაჩეიშვილს 4 შვილი დარჩა. მათ შორის სამი არასრულწლოვანია. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ვაჩეიშვილს ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, გამუდმებით ემუქრებოდა. ოჯახისვე ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი