ერთ კვირაში თბილისის ქუჩების ნარჩენებით დაბინძურების 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ერთ კვირაში თბილისის ქუჩების ნარჩენებით დაბინძურების 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ერთი კვირის განმავლობაში, მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ კუთხით გააქტიურდა ჩვენი სამინისტროს გარემოს დაცვის ზედამხედველობის თანამშრომლები, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მათ მიერ მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი”, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩნდნენ, თუმცა მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის 20 აპრილიდან აჯარიმებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი