ახლობლების გაღატაკების ხარჯზე ნაშოვნი მილიონები

ახლობლების გაღატაკების ხარჯზე ნაშოვნი მილიონები

ალბათ არაერთხელ გსმენიათ ფინანსური პირამიდების შესახებ, რომელიც ბევრისთვის სერიოზული პრობლემად იქცა. ე.წ. ქსელური მარკეტინგის მახეში ათასობით ადამიანი გაება. სამწუხაროდ, ყოველდღე იზრდება მსხვერპლთა რიცხვი და მიუხედავად თაღლითობისა, ასეთი ორგანიზაციის საქმიანობა კანონით არც ისჯება. სქემა იმდენად ლამაზადაა შეფუთული, რომ იოლი გზით გამდიდრების მსურველებს ადვილად იზიდავს. საქართველოში არსებული კომპანია "ქიუნეტი" ასე ატყუებს უამრავ ადამიანს. ეს ორგანიზაცია ოფშორშია დარეგისტრირებული და კარგად მოფიქრებული და გათვლილი სქემით მუშაობს.

საქართველოში 30 000-ზე მეტი ადამიანია QNET-ში გაწევრებული. ფინანსური პირამიდა მათ სთავაზობს გარკვეულ სარგებელს. რეალურად კომპანია ბიზნესს არ აწარმოებს. ასეთი ორგანიზაციების შემოსავლისა და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული წევრებისაგან დამატებით მოზიდული თანხებია. ამ სქემით კი სერიოზული თანხა გადის ქვეყნიდან. ე.წ. ბიზნესის დასაწყებად ადამიანები ალომბარდებენ ოქროულობას, გამოაქვთ ბანკებიდან სესხი და აზარტში შესულებს ხშირად მანქანისა და ბინის გაყიდვაც კი უწევთ. თუმცა, სანამ მწარე რეალობას შეეჯახებიან, ტრენინგზე ნასწავლი ფრაზებით ცდილობენ ხალხის გადაბირებას, რადგან კარგად იციან, რომ სხვანაირად ეს პირამიდა ჩამოიშლება და ჩადებული ფული დაეკარგებათ. თუ გაწაფული ხარ ტყუილებში და ბევრი ახლობლის მოტყუებას შეძლებ, თუ შენი ახლობლის უცოდინარობითა და დაბნეულობით ისარგებლებ, მათი დაკარგული თანხების ხარჯზე წილსაც მიიღებ და შენს ქსელსაც გაზრდი. თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ შენს ქვევით დარეგისტრირებულმა შენმა ახლობლებმა ვალები შეიძლება ვერ გაისტუმრონ, ამის გამო შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ, დეპრესიაში ჩაცვივდნენ და საქმე თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს.

ფაქტია, თუ შენ QNET-ში დარეგისტრირებული არ ხარ, ამ სისტემაში შესვლას ვერ მოახერხებ. თუ უკვე წევრი ხარ და ტრენინგებიც გავლილი გაქვს, მაშინ კომპანია 3 პუნქტის დაცვას გავალდებულებს: ყველა წევრს, რომელიც სხვის მოტყუებას ცდილობს, ეს ამობეჭდილი ტექსტი ხელთ აქვს.   განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი