ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს

ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს

აღდგომიდან მესამე კვირას, ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ხვალ, 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

ეკლესია ხვალ წმიდათა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვებს იხსენებს.

წმინდა სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღდგა.

ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს.

წმინდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმსახური მეფის, თამარის ხსენებას აღნიშნავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი