საქართველოს მოქალაქეები სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ

საქართველოს მოქალაქეები სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ

საქართველოს მოქალაქეები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს შექმნილ მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, საბაჟოზე რამდენიმესაათიანი ლოდინი უწევთ. როგორ საქართველოს მოქალაქემ ია ცინარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ თურქი მებაჟეები უხეშად ეპყრობიან.

საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციით, საბაჟოზე თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლოა შეფერხებას ეს იწვევდეს.

"თურქეთის მხარეს ყოველდღიურად რამდენიმე საათი ლოდინი გვიწევს. მე რასაც ვხედავ, თურქი ეროვნების მოქალაქეებს შეუფერხებლივ ატარებენ. რთულ სიტუაციაში ჩვენ ვართ, იქნებ მდგომარეობა გამოსწორდეს", - განაცხადა ია ცინარიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარფის საბაჟო- გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს, მოქალაქეებს გადაადგილება შეუფერხებლივ შეუძლიათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი