პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება

პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება

30 აპრილს, წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს.

წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს 48-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლულებს ნათლულის მოწმობას, ჯვარს და სააღდგომო ეპისტოლეს საჩუქრად გადასცემენ.

ნათლობის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს.

ამჟამად პატრიარქს უკვე 30 981 ნათლული ჰყავს. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს პირველად გაიმართა.

აღნიშნულის მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი