ყველაფერი ქათმის ხორცის შესახებ - რა უნდა იცოდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი არ შემოგაპარონ

ყველაფერი ქათმის ხორცის შესახებ - რა უნდა იცოდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი არ შემოგაპარონ

რამდენად სასარგებლოა კვერცხი და ქათამი? სახლის ჯობია, თუ ფერმის? რა ასაკიდან და რა რაოდენობით უნდა მივცეთ ქათმის ხორცი ბავშვებს? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ პროდუქტის ყიდვისას? აქვს თუ არა ჰორმონალური დანამატები საქართველოში წარმოებულ ქათმის ხორცს და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ანტიბიოტიკებით გაჯერებული ქათამი გვაქვთ შეძენილი? - ამ და სხვა კითხვებზე, რომელიც ხშირად გიჩნდებათ "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გიპასუხებთ.

როდის მივცეთ ქათმის ხორცი ბავშვებს?

ბავშვისთვის ქათმის ხორცის მიცემას 7 თვიდან ვიწყებთ, რაოდენობა თავიდან ძალიან ცოტა, 20-30 გრამი დღეში, კვირაში უნდა იყოს 3-4 დღე ხორციანი, დანარჩენი ხორცისგან თავისუფალი დღე. შემდგომ თანდათანობით იზრდება ხორცის რაოდენობა და წლის ბოლოსთვის დაახლოებით დღეში 70-80 გრამამდეა შესაძლებელი.

რამდენად სასარგებლოა ქათმის ნახარში (ბულიონი) ბავშვისთვის? - ექიმის რჩევით, ქათმის ნახარში ძალიან სასარგებლოა, უბრალოდ, ის 9 თვის ასაკიდან უნდა მისცეთ ბავშვს, კვირაში 2-3-ჯერ და ძალიან მცირე რაოდენობით. 20-30 მილილიტრი წლამდე ასაკის ბავშვისთვის არის აბსოლუტურად საკმარისი.

როგორ განასხვავოთ სოფლის და ფერმის ქათამი?

  • სოფლის ქათამი შედარებით გამხდარია, მას აქვს გრძელი და წვრილი ბარკალი, მისი ძვლები მაგარია, რადგან იმისთვის, რომ ქათამი ზრდასრულ ზომამდე მივიდეს, 4 თვეა საჭირო, ფერმის ქათამი კი დიდ ზომას 40 დღეში აღწევს, შესაბამისად ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, მისი ძვლები ვერ ასწრებს ბოლომდე ფორმირებას და გამაგრებას.
  • ფერმის ქათამი ვარდისფერი შეფერილობისაა, სოფლის ქათამი კი ხორცისფერი, ოდნავ მოყვითალო, იმისთვის, რომ ფერმის ქათამი, სოფლის ქათმს გარეგნულად დაამსგავსონ, ყვითლად ღებავენ, ამიტომ დაადეთ მას ხელსახოცი, თუ ხელსახოცზე ფერი გადავიდა, ქათამი შეღებილია. გარდა ამისა, სოფლის ქათამი ძირითადად 1 კილოგრამიდან მაქსიმუმ კილოგრამ ნახევრამდე იწონის, ამიტომ თუ ქათამი უფრო მძიმეა, ის დიდი ალბათობით სოფლის არ არის.
  • თუ ქათმის ხორცი თავთან ერთად იყიდება, კარგად დააკვირდით ნისკარტს, ჯანმრთელი ქათმის ნისკარტი უნდა იყოს მშრალი და ღია ფერის.
  • თუ გაყინულ ქათამის ხორცს ყიდულობთ, ამ შემთხვევაშიც ქათამი არ უნდა იყოს დიდი ზომის, იდეალური წონა 1,5 კილოგრამია. კარგად დააკვირდით შეფუთვას, მასში არ უნდა იყოს ყინულის ნარჩენები, ან გაყინული სისხლის კვალი, ეს მოწმობს იმაზე, რომ ქათმის ხორცი ერთხელ უკვე გამლღვალი და ხელახლა გაყინულია, ასეთი პროდუქტი კი გარდა იმისა, რომ სასარგებლო თვისებებს კარგავს, ის შეიძლება ბაქტერიების წყაროც იყოს.
იხილეთ ვიდეო: როგორ გავარჩიოთ ფერმის და სოფლის ქათამი ბაზარში?

როგორ შევამოწმოთ ჯანსაღია თუ არა ნაყიდი ქათამი?

ნებისმიერი ქათმის ხორცის ყიდვისას არსებობს რისკი. არ აქვს მნიშვნელობა სოფლის ქათამს ყიდულობთ, ახლადდაკლულ ფერმისას, თუ გაყინულს. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები, ხორცს გაყიდვამდე ხელოვნურად ამძიმებენ. წყალში პიროფოსფატებისა და სხვადასხვა ინგრედიენტების დამატებით, შესაძლებელია არამარტო ქათმის ხორცის წონის მომატება, არამედ მისი ვიზუალის გაუმჯობესებაც. ასეთი მოქმედებების შედეგად ერთმა ქათამმა შეიძლება ნახევარი კილოგრამიც კი მოიმატოს. იგივე ეფექტის მისაღებად ქათამს ხელოვნურ ცილაში დებენ ასეთ შემთხვევაშიც ქათმის ხორცი იმატებს წონაში და ვიზუალურადაც უმჯობესდება.

  • ფალსიფიკაციის გამოსავლენად მოჭერით ქათმის ხორცს პატარა ნაჭერი და ჩააგდეთ წყალში, კარგი ხორცი წყალში ჩაიძირება, ხელოვნურ ცილაში გაჩერებული კი ზედაპირზე იტივტივებს.
  • ვადის გახანგრძლივების მიზნით, ხშირად მწარმოებლები ხორცს ქლორში, ან ჭიანჭველის მჟავაში აჩერებენ, ამიტომ იცოდეთ!!! თუ არ გინდათ, რომ ეს ნივთიერებები თქვენს ორგანიზმში აღმოჩნდეს, მომზადებამდე მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში კარგად გარეცხეთ ქათმის ხორცი.
  • ხარშვისას ანტიბიოტიკი, რომელიც შეიძლება ფრინველის ხორცში არსებობდეს, წყალში გამოდის, ამიტომ რამდენჯერმე გამოუცვალეთ მას ნახარში, გარდა ამისა ნუ მიირთმევთ ქათმის კანს და ცხიმს, რადგან ყველა მავნე ნივთიერება, სწორედ ფრინველის კანში და ცხიმში კონცენტრირდება.
  • ყველაზე დიდ საშიშროებას ქათმის ხორცში სალმონელა წარმოადგენს, რომელიც ქათამს საკვებიდან შეიძლება დაემართოს, იცოდეთ! იმისთვის, რომ ქათმის ხორცით მომზადებულმა კერძმა სალმონელოზი არ დაგმართოთ, მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუს ტემპერატურაზე მოამზადეთ, ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გემრიელად და მშვიდად მიირთვათ.

იხილეთ გადაცემა: "არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი ქათმის ხორცის შესახებ

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

დე ფაქტო აფხაზეთიდან 2,1 მლნ დოლარის კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობები გაიტანეს

თემქაზე ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და რამდენიმე ავტომანქანას დაეცა