გახდი ბესტსელერის ავტორი! - ხმის მიცემა უკვე დაიწყო

გახდი ბესტსელერის ავტორი! - ხმის მიცემა უკვე დაიწყო

დღეიდან! პალიტრა L-ის დიდი და სახალხო ლიტერატურული კონკურსი ყველაზე საინტერესო ფაზაში შედის!

ნაწარმოებების მიღების პროცესი, რომელიც 20 მარტიდან მიმდინარეობდა, შეწყდა! ახლა უკვე მკითხველს ეძლევა საშუალება, გაეცნოს, წაიკითხოს, შეიყვაროს, უგულშემატკივროს საკუთარ რჩეულს!

ბესტსელერის აღმოსაჩენად ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება!

კონკურსანტთა ნაშრომების სანახავად და ხმის მისაცემად 2 მაისს, 16:00 საათიდან, უკვე შეძლებთ შეხვიდეთ პალიტრა L-ის ლიტერატურული კონკურსის ვებ გვერდზე: http://www.palitral.ge/literaturuli-konkursi.html წაიკითხოთ, ჩამოტვირთოთ და რაც მთავარია, მისცეთ ხმა 24 საათში ერთხელ!

შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია 20 მაისის ჩათვლით.

23 მაისიდან დაიწყება II ტური, სადაც გამარჯვებული კონკურსანტები უკვე გამოგზავნილი ნაწარმოებების გაგრძელებას გაგვაცნობენ.

15 კონკურსანტიდან გაიმარჯვებს 5, რომელთაგან 3-ს ხალხი აარჩევს, ხოლო 2 ჟიურის რჩეული გახდება!

ერთად აღმოვაჩინოთ ბესტსელერები!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი