მეუფე პეტრე - ბრალდებული დეკანოზის უზიარებლობა არის სირცხვილი და ცინიზმი ეკლესიის მიმართ

მეუფე პეტრე - ბრალდებული დეკანოზის უზიარებლობა არის სირცხვილი და ცინიზმი ეკლესიის მიმართ

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის უზიარებლობა არის სირცხვილი და ცინიზმი ეკლესიის მიმართ.

როგორც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ისე გამოდის, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებს არ ენდობა ღვინისა და წმინდა ნაწილის შეტანის კუთხით. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქედან გამომდინარე ხელისუფლების უნდობლობა უკავშირდება თუ არა იმას, რომ სასულიერო პირებმა ღვინისა და წმინდა ნაწილის ნაცვლად შესაძლოა სხვა ნივთიერება შეიტანონ, მეუფე პეტრემ უპასუხა - "რა თქმა უნდა, ამას სხვა ახსნა არ აქვს".

"დღემდე მღვდლის უზიარებლობა, საპყრობილეში მყოფის, არის ძალიან დიდი სირცხვილი, ცინიზმი ეკლესიის მიმართ. დღემდე არ არის ნაზიარები. მღვდელი მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა ეზიარებოდეს. წმინდა ნაწილი და ერთი-ორი ყლუპი ღვინო უნდა შებრძანდეს ციხეში საზიარებლად. იყო ცრუ ინფორმაცია თავიდან გავრცელებული, რომ ხელისუფლებამ ითხოვა, თითქოს არ შევიდეთ საპყრობილეში. როგორ შეუძლია სახელმწიფოს აგვიკრძალოს დაპატიმრებულ მღვდელთან შესვლა, რომელიც თავს უდანაშაულოდ თვლის?! მაშინ გამოდის, რომ საპატრიარქოს ინტერესებშია, მამაოს მხრიდან უფრო ბევრმა ადამიანმა არ მოისმინოს მისი პირიდან სიმართლე", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი