კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:19 / 03-05-2017
უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა საინტერესო კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით
ყველა ექიმი, სპეციალისტი პაციენტს ურჩევს, რომ ორგანიზმმა ყოველდღიურად წყალი დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს, რადგანაც ის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია და სასიცოცხლო პროცესებში სერიოზულად მონაწილოებს, თუმცა მისი გადამეტებული რაოდენობით მიღებაც დაუშვებელია.

"ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით, 70% წყლისგან შედგება, ამიტომ, აუცილებელია, ორგანიზმში მისი ბალანსი შევინარჩუნოთ - წყლის როგორც ჭარბი რაოდენობა, ასევე ნაკლებობა, დარღვევებს იწვევს," - გვეუბნება ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

ხოლო ვინც ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის წყალს არ სვამს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს, ამაზე ექიმი ასე გვპასუხობს: "წყლის დეფიციტმა ანუ დეჰიდრატაციამ შეიძლება გავლენა იქონის ყველა ორგონოთა სისტემაზე: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (ტაქიკარდია, დაბალი
არტერიული წნევა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (შებერილობა, ყაბზობა), შარდ-სასქესო სისტემაზე (ინფექციური დაავადებები, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები). დეჰიდრატაცია იწვევს ისეთ ზოგად სიმპტომებს, როგორიცაა: თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, თმის სტრუქტურის დარღვევა, კანის სტრუქტურის ცვლილებები და შესაძლოებელია ტემპერატურული ცვლილებების გამოვლინებაც".

- წყალის მიღება წონაში დაკლებას თუ უწყობს ხელს, გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ის წონის მატებას იწვევს...

- წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, რაც გვეხმარება წონის კლებაში, მაგრამ ნამდვილად არ ასუქებს, რადგანაც კალორაჟი არ აქვს. მისმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, რაც შემდგომ სასწორზეც აისახება, ეს კი მარილიანი საკვებს კავშირდება. ამ დროს წყალი ორგანიზმში რჩება და ქსოვილებში მისი დაგროვება ხდება.

- ეთანხმებით გავრცელებულ რეკომენდაციას, რომ ყოველ დილით, უზმოზე ერთი ჭიქა წყალი აუცილებლად ყველამ უნდა დავლიოთ?
- პაციენტს ყოველთვის უნდა შევხედოთ, როგორც ინდივიდს, უნდა გავითვალისწინოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მივცეთ გარკვეული მითითებები, რადგან არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როდესაც დილით უზმოდ წყლის მიღება არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ორგანიზმი ჯანმრთელია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება უზმოდ, რადგან ამ დროს ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომზადება საჭმელის მონელებისთვის.

- რის მიხედვით განისაზღვრება დღის მანძილზე მისაღები წყლის რაოდენობა?
- დღის განმავლობაში წყლის რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად: ასაკის, სიმაღლის, წონის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, ასევე მსოფლიო სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ არის მოწოდებული შემდეგი ფორმულა, რომ ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული რაოდენობა უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში.

- ექიმების მოსაზრებით, წყალი უნდა მივიღოთ ჭამამდე ერთი საათით ადრე და ჭამის შემდეგ მინიმუმ ერთ საათში...
- როგორც მოგახსენეთ, ყველა პაციენტს როგორც ინდივიდს, ისე უნდა მივუდგეთ და გავითვალისწინოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე წყლის რაოდენობაც...
დიახ, გავრცელებული მოსაზრება ნამდვილად სწორია და კვებამდე მიღებული წყალი ორგანიზმში მრავალ ფაქტორზე მოქმედებს, მაგ.: კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ამზადებს საკვების მონელება-შეწოვისათვის, იწვევს კუჭსავსეობას, რის გამოც ამცირებს საკვების მიღებას, ანეიტრალებს მშიერ კუჭზე გამოყოფილ მჟავას (კუჭის წვენს), რაც ამცირებს საკვებისადმი მოთხოვნილებას, თუმცა თუ კვების პროცესში მოგვწყურდა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივიღოთ წყალი, მაგრამ საკვების და წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს მკვეთრად განსხვავებული, რაც შემდგომში იწვევს, როგორც პირის ღრუში ლორწოვანის და კბილების გარკვეულ დაზიანებას, ასევე კუჭ-ნაწლავში ლორწოვანის მეტაბოლიზმს.

- რა ინტენსივობით უნდა მივიღოთ წყალი, რომ მისი მიღება წონის კლების პროცესში ჩაერთოს? ერთი ქალბატონი გახდომის მიზნით წყალს ჭამამდე 20 წუთით ადრე სვამდა და წონის კლების ნაცვლად მოიმატა.
- წყალი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით უნდა მივიღოთ იმის მიუხედავად, გვექნება წყურვილის შეგრძნება თუ არა, ხოლო რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც ახსენეთ, როგორც უკვე აღვნიშნე, სასურველი იყო, წყლის მიღებისას ორგანიზმის მდგომარეობა სცოდნოდა და დღის განმავლობაში შეეზღუდა მარილის რაოდენობა.

- რამდენად საშიშია ჭარბი წყლის მიღება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებებისთვის?
- ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების დროს წყლის მიღება შეზღუდული არ არის, მაგრამ როდესაც არის თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ამ შემთხვევაში, მისი მიღება უნდა შეიზღუდოს მკურნალობის დროს, რადგან არ მოხდეს კენჭი სადინარში, ხოლო იმისათვის, რომ კენჭი არ ჩამოყალიბდეს თირკმელში, უნდა მივირთვათ სითხე, ასევე სითხის მიღება არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის და შარდ-სასქესო სისტემის გარკვეული პათოლოგიების დროს.

- გაზაფხულსა და ზაფხულში უფრო მეტი წყალია ხომ საჭირო?
- დიახ, გაზაფხულსა და ზაფხულზე იზრდება წყლის მოთხოვნილება, რადგან სითხის დანაკარგი ამ პერიოდში იზრდება.

ამრიგად, წყალი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო კომპონენტია და უნდა მივირთვათ დღის განმავლობაში, როგორც ვთქვი, მცირე ულუფებით და ხშირად, რადგან შევინარჩუნოთ ჩვენი ჯანმრთელობა და სილამაზე.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

16:48 / 14-08-2017
gio
0
კუჯის აშლისას და სჰებერილობისას რა წამლის მიგება შეილება ხო ვერ მეტკვიტ??
13:41 / 05-06-2017
arqifo
2
კეთილი სამარიტელი-ს. ასე რა!!!! გეთანხმები აბსოლიტურად. თუმცა ზოგჯერ, ზალიან უსახურ აზრებს ავლენ.
მსგავსი სიახლეები
თუ რაიმე, რის გადაღებასაც აპირებთ უღიმღამოდ და მოსაწყენად გამოიყურება
ავადმყოფობის შედეგად ცნობილი ენდოკრინოლოგი ვასილ ჩაჩიბაია გარდაიცვალა
2012-2017 წლებში სხვადასხვა პროდუქტში ტყვიის შემცველობის დარღვევის 63 შემთხვევა გამოვლინდა
GWP 24-26 ივლისს გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური
როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, ქუთაისის წყალმომარაგების სამუშაოები ორი ფაზის ფარგლებში გაკეთდა
ქუთაისში, პარლამენტში თითქმის ყველა ძლიერი წვიმის დროს "წვიმს"
ამ დღეებში, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, 2 ჰესის მშენებლობა დაიწყო
ჩინელები სულ უფრო მეტ წყალს მოიხმარენ, რაც ცენტრალურ აზიაში არსებულ მდინარეებში წყლის  დონის სწრაფ კლებას იწვევს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
03:46 / 25-11-2017  Image "დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება
"ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
00:55 / 25-11-2017  Image საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი - როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი"
+VIDEO| 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "ლეო გრანდი" ხუთვარსკვლავიანია და 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა
03:04 / 25-11-2017  Image ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებვით ინფორმაციას BBC აქვეყნებს
23:12 / 24-11-2017  Image სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება
20:19 / 24-11-2017  Image დაშორდა თუ არა ნიკა ალასანიას ლიკა ევგენიძე და ვის ხვდება ამჟამად ტელეწამყვანი
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ლიკას ახალ სიყვარულზე ალაპარაკდნენ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49