გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ დაღუპული 29 წლის ქალის ოჯახი მთავარ ექიმს უჩივის

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ დაღუპული 29 წლის ქალის ოჯახი მთავარ ექიმს უჩივის

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი გოგონა - 29 წლის ნინო მათიაშვილი იყო. ის 30 აპრილს სამშობიარო ტკივილებით შეიყვანეს კლინიკაში და 1-ელ მაისს სისხლდენით გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაღუპულის ოჯახის წევრები გოგონას გარდაცვალებაში კლინიკის მთავარ ექიმს დავით გაგუას ადანაშაულებენ. მათი თქმით, როცა მდგომარეობა გართულდა, ექიმებმა დროულად არ მიიღეს გადაწყვეტილება, არ გააკეთეს საკეისრო კვეთა და მშობიარე დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის დედამ ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბარში აღნიშნა, ის თვლის, რომ შეცდომა დავით გაგუამ დაუშვა:

"მგონია, რომ ეს იყო პირადად ამ დავითის შეცდომა. დროულად უნდა მოეხდინათ რეაგირება. როცა დაინახა, რომ სისხლდენა არის, იქვე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ამოეკვეთათ საშვილოსნო", - ამბობს ტელეკომპანიასთან საუბრისას ნინო მათიაშვილის დედა.

გაგუას კლინიკაში აცხადებენ, რომ ოჯახს სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს მედიკოსებთან პრეტენზიები არ ჰქონდა:

"პაციენტების ოჯახის წევრების მხრიდან გამოთქმული არ იყო პრეტენზიები. მათ კლინიკა დატოვეს მშვიდად. შესაბამისი უწყებები ჩაერთნენ ამ საქმის გამოძიებაში და ჩვენ ველოდებით მის შედეგებს", - განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გვანცა წყალობაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო. რეგულირების სააგენტოში შეტყობინება თავად კლინიკის ადმინისტრაციამ შეიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჩასართავად BTU და Save the Children ერთობლივ პროექტს იწყებენ

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი აბაშიშვილი; საბა ბუაძე

თვალის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს და მისი მკურნალობის გზები - "სიბრმავის 55% სწორედ ამით არის გამოწვეული"