როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში- უახლოესი დღეების პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში- უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში 12 მაისამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ამაღამ წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 23-28 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ხვალ მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება; თბილისში - 20 გრადუსი.

7 მაისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსია მოსალოდნელი, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი 15-20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, პერიოდულად შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსი იქნება; თბილისში - 24 გრადუსი.

8 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის თბილისში, კვლავ შენარჩუნდება პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 22-27 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში - 25 გრადუსი.

12 მაისამდე, საქართველოში არამდგრადი, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი