საპირფარეშოს ჰიგიენასთან და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მე-4 სკოლის დირექტორები გათავისუფლდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, რიგ სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველ წერტილებთან, კერძოდ, საპირფარეშოს ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემები. შედეგად, გათავისუფლდა: თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მე-4 სკოლის დირექტორები.
საპირფარეშოების ჰიგიენასთან დაკავშირებით, გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3, მარნეულის სოფელ ჯანდარის და ყაზბეგის სოფელ არშას სკოლებს.
მითითება მიეცა მარნეულის სოფელ წერეთლის სკოლას.