კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:47 / 08-05-2017
რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? - საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე
ნამდვილად არ ვიცი, როგორი იქნებოდა, ჩვენი საყვარელი თბილისი, აქ მდინარე მტკვარი რომ არ ჩამოედინებოდეს და ქალაქს შუაზე არ ჰყოფდეს... უპირველესად ამდენი ხიდის აგება ალბათ საჭირო არ გახდებოდა, ერთი დიდი ავტობანიც ქალაქს განტვირთავდა და დაამშვენებდა, მაგრამ ლამის ყველა დიდი ქალაქი ხომ მდინარეზეა გაშენებული და არც აქ დარღვეულა ეს წესი...

სხვა მხრივ კი, როგორც ქალაქში ძველად ამბობდნენ, მტკვარი თბილისელობის ხარისხის განმსაზღვრელიც კი იყო. დიახ, იმის გამო, რომ თბილისი მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებად არის დაყოფილი, მარჯვენა სანაპიროზე ცხოვრება (არ ვიცი რატომ, მაგრამ) იმთავითვე პრესტიჟულად მიიჩნეოდა, მარცხენა შედარებით ნაკლებად პრესტიჟული იყო. ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღემდე ცოცხალია, რომ ვითომ "მემარჯვენეები უფრო კარგი ტიპები" არიან...

უფროსი თაობისგან ისიც მსმენია, - მარცხენა-მარჯვენა ნაპირზე მცხოვრები ქალაქელები ერთმანეთს გაღმელებს ეძახდნენ. მაგალითად, თუ "პლეხანოველი" ვერაზე გადიოდა, ამას "გაღმა გასვლა" ერქვა და პირიქით... მოკლედ, მტკვარი ყველა გაგებით, ქალაქისთვის და არა მარტო მისთვის, სერიოზული "გამყოფი" აღმოჩნდა.

ლირიკული პროლოგი იქით იყოს და რეალურად მდინარე მტკვარი საქართველოს (ამიერკავკასიის) უდიდესი მდინარეა. (azer. Kür; Turq. Kura), სათავეს თურქეთში, 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე იღებს. საბოლოოდ კი, კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთვის. მისი სიგრძე 1364 კმ (185 კმ თურქეთში, 390 კმ საქართველოში, 789 კმ აზერბაიჯანში), აუზის ფართობი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, ასევე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ.

"აღაშენა კვიროსმან მახლობელ მდინარისა მტკვრისა ქალაქი ჩინებული და უწოდა სახელითა თვისითა კირაპოლი. ესე ქალაქი მდგომარე იყო კიდესა ზედა მდინარისა მტკვრისასა, არა დია შორს მის ადგილისაგან, რომელსა აწ უწოდებენ ქოინა-შამახიასა. იტყვიან ვიეთნიმე, რეცა მდინარესა მტკვარსა უწოდა მან სახელილითა თვისითა კირო მდინარე, რომლისა გამო აწ სპარსნი, თურქნი და ევროპიელნი, ვითარცა რუსნიცა უმეტესნი უწოდებენ მას ქურად, მაგრამ ყოველნი ერნი ზემოისაცა და ქვემოისაცა ივერიელნი, ესე იგი სრულიად ქართლოსიანთანი, უწოდებენ მდინარესა უძველესისა სახელითა თვისითა მტკვრად, ვინაიდგან უწინარეს კიროსისაცა ეწოდა მტკვარი მრავალთასა უკუნითგან პირველ," - წერს თეიმურაზ ბატონიშვილი ("დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა", გვ. 107)...




თუ რატომ ჰქვია მტკარს "მტკვარი", ან "კურა", რამდენიმე მოსაზრება არსებობს: პირველი - სპარსეთს და მის იმპერატორ კირუს დიდს (ძვ.წ 559-530წწ.) უკავშირდება. "კირუსი" მტკვრის ანტიკურ სახელწოდებადაა მიჩნეულია, შემდეგი მოსაზრებით: "კურა" ძველი ალბანურიდან მოდის და წყალსაცავს ნიშნავდა, ხოლო ბოლო ამბის თანახმად, სიტყვა მტკვარი, "მტკნარისგანაა" წარმოქმნილი.

* * *
მტკვარი საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებს შორის მოედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400-500 მ სიღრმისაა)... ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შEმდეგ ისევ ვიწროვდება, მდინარე სოფელ წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის გადის და ბორჯომის ხეობას ქმნის. ტაშისკარიდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი და ჭალიანია, ზომიერად დაკლაკნილი და დატოტვილია, კუნძულებს წარმოქმნის. სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის და ხეობა ციცაბკალთებიანია, თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი... თბილისში, მეტეხის ხიდთან კალაპოტი შევიწროებულია, უფრო ქვემოთ კი იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის...

მტკვრის მარჯვენა შენაკადები: ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი, აღსთაფა, თოუზჩაი, შამქორჩაი, განჯაჩაი, ტერტერი, ხაჩინჩაი, არაქსი;

მტკვრის მარცხენა შენაკადები: ფოცხოვი შენაკად ქვაბლიანით, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი და ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით, თურიანჩაი, გოქჩაი.


მტკვარს წლიურად კასპიის ზღვაში 18,1 კმ3 წყალი შეაქვს. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს რწყავს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. მასზე აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის არაერთ შენაკადზეც. მტკვარი მდიდარია თევზით. მტკვრის ნაპირებზეა გაშენებული: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა ქალაქები.

* * *
თუ პრობლემებსაც შევეხებით, მტკვარს დაკარგული აქვს სოციალური და კულტურული ღირებულება, ანუ ის, რაც ადრე ჰქონდა. საკანალიზაციო სისტემების გამართვა და მტკვრის დაბინძურების მტკივნეული თემა ახალი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, არასდროს ეშველა. 


"ქალაქის საბჭოს ჭკუაში დაუჯდა წინადადება ბ-ნ კალოუბნელისა, რომ მართლა აუცილებელს საჭიროებას შეადგენს ქალაქის სისუფთავეო. ამ აზრის განსახორციელებლად საბჭომ აირჩია სანიტარული კომისია, რომელმაც აიღო, დაიღო საქმე და გადასწყვიტა, რომ ტფილისის გასუფთავება ყოვლად შეუძლებელია, თუ ყველაზე უწინარეს არ გაიყვანენ არხებს მთელს ქალაქში და არ მოაწყობენ სათანადო კანალიზაციასაო", - "ივერია",#122, თიბათვე 14, ოთხშაბათი, 1889წ.

"კანალიზაციის მხრივ ჩვენი დედაქალაქი მეტად ჩამორჩენილია. არ კმარა ქალაქის საკანალიზაციო ქსელი, ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნილებას ნიაღვარსაშვევებით, რაც ხშირად იწვევს ქალაქის მთელი რიგი ქუჩების მოსილვას და, რაც მთავარია, ქალაქის მთელ თხიად სიბინძურეს ვუშვებთ მტკვარში, რითაც იწამლება ეს მდინარე. მესამე ხუთწლედში ქალაქის საკანალიზაციო ქსელის გაფართოება ნავარაუდევია 61 კილომეტრით, გათვალისწინებულია ნიაღვარსაშვებების მოწყობაც, მაგრამ არაფერია ნავარაუდევი ქალაქიდან თხიადი სიბინძურის ქალაქს გარეთ გასატანად. აქედან გამოდის, რომ მესამე ხუთწლედშიაც საკანალიზაციო მილები კვლავ მტკვარს შეურევენ სიბინძურეს და კვლავ გაგრძელდება მდინარის წყლის გასვრა", - "კომუნისტი", #34 (5434) შაბათი, 11 თებერვალი, 1939 წ.

კანალიზაციის საკითხის აქამდე მოუგვარებლობის გარდა, მტკვარი სხვამხრივადაც დაბინძურებულია, რადგანაც უმთავრესად, ნაგვის ბუდეა, რაც ეკოლოგიურად საფრთხესაც ქმნის... იქნებ ოდესმე მაინც შეძლოს ამ პრობლემასთან ბრძოლა... 

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

ფოტოები: komp1ic8ed.aminus3.com,
Oleg Gritskevich, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ელეფთერ ლაფაჩი, ბაადურ ქობლიანიძე)
13:09 / 25-05-2017
naka
1
მაგრად ვიხალისე ირაზე...რა ქნას ადამიანმა უჭირს...ხალისობა იქით იყოს და ,,სერიოზულად,, ვუთანაგრძნობ აზროვნების დეფიციტს
10:58 / 24-05-2017
jiji
0
"ira-s"-ს

რა ცუდია, ადამიანს იუმორის გრძნობა საერთოდ რომ არ გააჩნია!
მსგავსი სიახლეები
ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოც.
ქალბატონი წყალში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა და დაიხრჩო
მოკლულის ცხედარს მდინარეში ამ დრომდე ეძებენ
ქალბატონმა ხიდზე სკამი მიიტანა, სკამზე ავიდა და წყალში გადახტა
ერთმანეთს BMW-სა და Subaru-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა
AMBEBI.GE და SPORTALL.GE წარმოგიდგენთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს ქართული ფეხბურთის ისტორიიდან
+VIDEO| გარდაცვლილს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება და სისხლჩაქცევები აღენიშნება
ახალგაზრდა მამაკაცი თევზაობდა და წყლის დინებამ გაიტაცა
მკვეთრ მოსახვევში შესვლის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გავარდა
მტკვრის პირას ხშირად შეგაწუხებთ არასასიამოვნო სუნი, შიგადაშიგ კი ნაგვის მასა მდინარის ზედაპირზე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49