მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში თბილისის და რუსთავის ქუჩებში ჩატარდება

მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში თბილისის და რუსთავის ქუჩებში ჩატარდება

"მართვის მოწმობის გამოცდა არის მასშტაბური პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს ავტოსკოლების რეფორმას და მეორე მხრივ, უშუალოდ პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანას" - ამის შესახებ შს მინისტრი მოადგილე შალვა ხუციშვილმა "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი განცხადებით, "უკვე დასრულებულია პროექტირება გამოცდის ქუჩაში გატანის საკითხზე, სადაც ყველაფერი დამყარებული იქნება ტექნოლოგიებზე". როდის მოხდება პროექტის ინიცირება პარლამენტში, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება შიდა კონსულტაციების დროს მთავრობის მიდგომა.

"თუ ჩვენ მოვიცავთ ავტოსკოლების რეფორმასაც, მაშინ ეს იქნება გარკვეულწილად ვადაში გაწელილი და სავარაუდოდ წლის ბოლოდან ამოქმედდება, ხოლო თუ ეს იქნება მხოლოდ გამოცდის ქუჩაში გატანა, მაშინ შემოდგომაზე გვექნება კონკრეტული ცვლილებები ამ კუხით. რაც შეეხება ავტოსკოლებს, ისინი მუშაობენ ყოველგვარი სტანდარტების გარეშე, ეს არის დერეგულირებული სფერო და ჩვენ თუ ამ რეფორმას განვახორციელებთ, მათ მოუწევთ გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება, რისთვისაც უნდა მივცეთ ვადა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, პრაქტიკული გამოცდები სავარაუდოდ რუსთავსა და თბილისში იქნება, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ქუჩას გააერთიანებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი