მაღაზიებში ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები იყიდება - აუცილებლად წასაკითხი ინფორმაცია მშობლებისთვის

მაღაზიებში ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები იყიდება - აუცილებლად წასაკითხი ინფორმაცია მშობლებისთვის

ალბათ ბავშვობაში ყველას ჰქონია რჩეული სათამაშო, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა - ამ სათამაშოს არ ვიშორებდით, მასთან ერთად ვიღვიძებდით და ვიძინებდით. სწორად შერჩეული სათამაშო ბავშვის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს: პატარა არსებას ეხმარება სამყაროს აღქმაში, უვითარებს ფიქრის, მეხსიერებისა და მეტყველების უნარს, მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მაღაზიებში ისეთი სათამაშოებიც იყიდება, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამის თაობაზე ინფორმაცია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტმა - თამარ გობეჯიშვილმა მოგვაწოდა.

- ფაქტია, რომ სათამაშოებს საქართველოში არავინ ამოწმებს და არ ვიცით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს სავაჭრო ქსელში. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ეს სფერო შეგვემოწმებინა. ევროკავშირს აქვს სწრაფი შეტყობინებების სისტემა - გვერდი, სადაც აქვეყნებს ინფორმაციას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესული პროდუქციის ხარისხზე. ჩვენ გავეცანით ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ პარამეტრებს და ქართულ მაღაზიებში შეძენილი სათამაშოების შემოწმება გერმანიის ლაბორატორიას ვთხოვეთ (აქ ასეთი ლაბორატორიაც არ გვაქვს). პირველად შევიძინეთ 10 სათამაშო თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში - ეს იყო ბარბის ტიპის თოჯინები და ათიდან ცხრაში დარღვევა აღმოჩნდა. მეორე ეტაპი იყო სხვადასხვა ტიპის სათამაშოების შემოწმება. ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინეთ სამი დასახელების სათამაშო: თოფი, მშვილდ-ისარი და საქსოვი რეზინის ნაკრები. გერმანიის ლაბორატორიიდან ძალიან ცუდი პასუხი მივიღეთ: ორ სათამაშოში აღმოჩნდა ფტალატების გადაჭარბებული შემცველობა, რომელთა გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია... ამის შემდეგ, მომხმარებელთა თხოვნით, სხვა ტიპის სათამაშოების შემოწმებაც დავიწყეთ და მათ შორის იყო ღრძილების მასაჟორი, ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები. ისინი თბილისის მაღაზიებში შევისყიდეთ 2016 წლის დეკემბერში და 2017 წლის იანვარში, გავგზავნეთ შესამოწმებლად გერმანიაში. ლაბორატორიას ვთხოვეთ, სათამაშოებში შეემოწმებინა უსაფრთხოების ის პარამეტრი, რომელიც დარღვეული იყო თოჯინებში - კერძოდ, ფტალატების შემცველობა. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ზოგ სათამაშოში დაფიქსირდა ერთ-ერთი ფტალატის, - დი-2-ეთილჰექსილფტალატის (DEHP) გადაჭარბება ევროპაში დაშვებულ ნორმასთან შედარებით. მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ ეს არის პლასტმასის დამარბილებელი ნივთიერება, რომელიც ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში, საიზოლაციო მასალებში, მაგრამ სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი