მინდელის სახელობის შახტასთან დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები მივიდნენ - ბოლო ინფორმაცია ტყიბულიდან

მინდელის სახელობის შახტასთან დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები მივიდნენ - ბოლო ინფორმაცია ტყიბულიდან

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან ადგილობრივი მოსახლეობა, მეშახტეები და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. შახტაში ჩასული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია დაღუპულების ამოსაყვანად.

ადგილზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. ასევე, შემთხვევის ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს ელოდებიან.

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეშახტემ აცნობა. მისი ინფორმაციით, ოთხი მეშახტე შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი