კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:32 / 10-05-2017
"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა
ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის, ირაკლი ამირეჯიბის შესახებ, ახალმა თაობამ ნაკლებად იცის. ირაკლი ცნობილი მწერლის ექვსიდან ერთ-ერთი შვილი და უფროსი ვაჟი იყო. გამორჩეული სილამაზის ბიჭი, მთელ თბილისს უყვარდა... აფხაზეთის ომმა იმსხვერპლა, სრულიად ახალგაზრდა 29 წლის ასაკში. როგორც ამბობენ, ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. "ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა: ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია" - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში აფხაზი სნაიპერი ქალი ეკა ახალაია ირაკლი ამირეჯიბის სიკვდილის ამბავს.

იხილეთ ვიდეო

აფხაზეთის ომის გმირის შესახებ, AMBEBI.GE-ს მისი და ანი მენაბდე ესაუბრება:

- ირაკლი ოჯახს 29 წლის ასაკში გამოაკლდა. მაშინ 17 წლის ვხდებოდი და ეს უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის. ირაკლი თავიდანვე მებრძოლი ადამიანი იყო, რაშიც ჩვენი დედის მხარეს, ჩვენს ბაბუას გენერალ ადიუტანტ ნიკოლოზ მხეიძეს ჰგავდა. ლიტვაში მიიღო სამხედრო განათლება, საზღვარგარეთ მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში დაბრუნდა. ტელევიზიით ნახა რა ხდებოდა აფხაზეთში, მაშინ გამოაცხადეს რომ ომში დაიღუპა მისი მეგობარი ლევან აბაშიძეც, ეს რომ გაიგო, იმ დღესვე წავიდა ომში საბრძოლველად. გასვლის წინ დედას უკითხავს, არ გეშინიაო, რაზეც თურმე უპასუხა: "ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებო". ირაკლი ომში აფხაზებთან საბრძოლველად არ წასულა, ყველამ ვიცით, ეს რა ომიც იყო...



- როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, ამიტომ ეს იგრძნობოდა ჩვენს ურთიერთობაშიც. ერთხელ დაბრუნდა აფხაზეთიდან და მეტეხში წამიყვანა თავის მეგობრებთან, სადაც ვიცეკვეთ, სხვანაირი ირაკლი იყო, ვერავინ წარმოიდგენდა თუ მისი და ვიყავი, ამიტომ მეორე დღეს მთელი ქალაქი ლაპარაკობდა ირაკლის შეყვარებული ჰყავსო. იმ პერიოდში გათხოვებას ვაპირებდი და როცა მეორედ ბრუნდებოდა აფხაზეთში, მითხრა, იცოდე რამე თუ მომივა ქორწილი არ გადადოო.

- რა იცით მისი სიკვდილის შესახებ?
- აფხაზეთში სადაზვერვო ჯგუფში იყო, მტრის ზურგში იდგა. სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის მეთაურის მიხო მორჩილაძის მოადგილე გახლდათ, ინფორმაცია მოჰქონდა იქედან. ტამიშთან უცხოელების მანქანა ააფეთქეს, ირაკლიმ მანქანიდან დაშავებული ქალი გადმოიყვანა და სწორედ მაშინ ესროლა სნაიპერმა ქალმა. ყველა ამბობს, ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლესო. ეს მოხდა ტამიშთან, 17 ნოემბერს. ირაკლის ბრძოლის ველიდან გამოყვანის ოპერაციას უამრავი ბიჭი შეეწირა. როცა გადმოასვენეს, აფხაზებმა თეთრი დროშით მიაგეს პატივი, ისე უყვარდათ ის... სხვათა შორის იმ ადგილზე, სადაც ირაკლი დაეცა, შროშანები ამოვიდა, ეს ტელევიზიითაც აჩვენეს. დედა ამბობდა, რომ შროშანების ადგილზე ირაკლის სილუეტი დაინახა. სიმბოლური დამთხვევაა - შროშანები სამეფო ყვავილებია და ირაკლის დაბადების დღემდე, ერთი კვირით ადრე შემოდის...

- მამასთან, ჭაბუა ამირეჯიბთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- დედასთანაც, მამასთანაც და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამის, ჭაბუა ამირეჯიბის მხრიდან აფხაზური სისხლი ჰქონდა, ჭაბუა შერვაშიძეები-დადიანების შტოს შთამომავალი იყო. ჩვენი დედა, მარინა მხეიძე ნიკოლოზ მხეიძის შვილიშვილი გახლდათ, რომელიც რუსეთის კარზე მეფე ნიკოლოზის ადიუტანტი იყო. ირაკლის ქართულ-აფხაზური მებრძოლი სისხლი ჰქონდა, ღირსეული ბიჭი იყო, ვაჟკაცი. ჭაბუას დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე მოკლეს ომში. მამამისს
You must have Flash Player installed in order to see this player.
მეორე დღეს ტელეფონზე დაურეკეს, შვილის სიკვდილით "მიულოცეს" დაბადების დღე... ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ ვიღაცა ვიღაცის მხარდამჭერია, მაგრამ ასეთი სიბოროტე წარმოუდგენელია ჩემთვის. ჭაბუა ამირეჯიბი ირაკლის სიკვდილმა გაანადგურა...

- ცნობილია, რომ ბევრი ქალი ცდილობდა მისი გულის მოგებას... შეყვარებული იყო ვინმეზე?
- ირაკლის ჰყავდა ოჯახი, რომელიც მალე დაენგრა, ერთ წელიწადში კი ომში წავიდა და მოკლეს. სამწუხაროდ, შთამომავლობა არ დარჩა. ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო, შვილზე ოცნებობდა... პიროვნულად შემდგარი ადამიანი იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა და ამის გამო, თითქოს თავს აღარ ზოგავდა, თითქოს არაფერი ჰქონდა დასაკარგი. როდესაც ბიჭები მისი ბრძოლის ეპიზოდს იხსენებენ, ამბობენ რომ სიფრთხილეს არ იჩენდა. აფხაზეთიდან არასამთავრობო ჯგუფი იყო ჩამოსული და მისმა წარმომადგენელმა ქალბატონმა დედას შემოუთვალა, თქვენს შვილზე აფხაზები იმდენ კარგს ამბობენ, სიკვდილის შემდეგ ჩემზე ამის მეათედს თუ იტყვიან, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებაო.

სამწუხაროდ, ომმა ირაკლისნაირი ვაჟკაცი ბიჭები ახალგაზრდობაშივე შეიწირა და ამის დამსახურებით მოვედით ჩვენ აქამდე. ირაკლის შთამომავლობა არ დარჩა, მაგრამ მისი სახელი დიდხანს დარჩება...

***
სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური მიხო მორჩილაძე იხსენებდა: "ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად იბრძოდა… თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი. ირაკლი ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული ის მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე გასაკვირველი სახელი დაიდო სულ მოკლე ხანში. ირაკლი განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა, - ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი... ის, რაც ირაკლიმ გააკეთა - გმირობაა… მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით…"

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
17:36 / 24-05-2017
cira
0
ეგ ირაკლი ჩემმა ბიძაშვილმა გამოიყვანა,მართლაც ბევრი მებრძოლი შეეწირა ირაკლის ბრძოლის ველიდან გამოყვანას,მაგრამ ეს მარტო ემზარიმ მოახერხა,გახსოვდეთ ეგ სახელიც.ემზარ გელანტია,ისიც შემდეგ დაიღუპა აფხაზეთის ომში.
10:53 / 11-05-2017
goga
1
ეგ ლიტველი, სნაიპერი ქალი პირველი და უკანასკნელი არ ყოფილა. მე მყავდა მეგობარი ისიც აფხაზეთში იბრძოდა, საუბედუროდ აღარც ეგ არის ცოცხალი, კინდღთან დაიღუპა. მაგის მონაყოლიდან ვიცი: ერთ-ერთ სოფელს როდესაც ვაკონტროლებდით დიდ ხესთან გავიარეთო გავიარეთო, ოთხნი ვიყავითო, ხიდან სროლის ხმა გაუგიათ და ერთი მეგობარი იქვე ჩაკეცილა,თავის თავად ამათაც ხის მიმართულებით მთელი ავტომატის ჯერები გაუშვიათ,ქალის შეკივლება გაუგიათ და ხიდან ქალი ჩამოვარდნილა, საბუთები რომ უნახიათ ლიტველი იყოო!!! ასე რომ ეტყობა ლიტველებს სერიოზული სნაიპერი ქალები ჰყავდათ! შეიძლება ეს ბევრმა არ დამიჯეროს, მაგრამ მე მჯერა ჩემი ომში დაღუპული მეგობრის მონაყოლის. გვარსაც გეტყვით იმისას და სახელსაც: ავთო წიკლაური! თეთრარწივში იბრძოდა! ღმერთმა გაანათლოს სუყველა ჩემი ავთოს თამადობით.
მსგავსი სიახლეები
საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
2013 წლის 17 დეკემბერს მთაწმინდის პანთეონში ჭაბუა ამირეჯიბი დაკრძალეს
"ბიძინა მეუღლესთან ერთად სამების ტაძრიდან მამადავითამდე პროცესიას ფეხით მიუძღოდა, გამეხარდა"
ბატონობით მოგმართავთ, რადგან სულ ცოტა ათი არისტოკრატიული გვარისა და ბატონთა მოდგმისანი ხართ
"დღეს, როდესაც ჭაბუა ამირეჯიბი ჩვენს გვერდით აღარ არის, რთულია სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი გულისტკივილი"
ირაკლი კაკაბაძე ჯაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება
2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა
"ძალიან მიჭირს, ძალიან განვიცდი, რომ ჩემი თაობა წავიდა უკვე", -
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49