რატომ განხორციელდა ევაკუაცია მეტრო "წერეთლიდან" - მეტროპოლიტენის და სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

 რატომ განხორციელდა ევაკუაცია მეტრო "წერეთლიდან" - მეტროპოლიტენის და სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

მეტროსადგურ "წერეთლიდან" დილით მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანება გახდა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და გარკვეული პერიოდით, მეტრომ მუშაობა შეაჩერა.

როგორც თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, "10:00 საათისთვის მეტროსადგურ "წერეთლის" ესკალატორების კაბელებში მცირე დაკვამლიანება შეიმჩნეოდა, ამიტომ მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, მათი მიღება შევწყვიტეთ".

იმაზე, თუ რამ გამოიწვია დაკვამლიანება, მეტროპოლიტენში განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით, საკითხის დეტალურად გარკვევის შემდეგ გახდება ცნობილი.

"მეტროში ჩასული მგზავრების ამოყვანის საჭიროება არ ყოფილა და მათ შეფერხების გარეშე გააგრძელეს მგზავრობა. დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მატარებლის მოძრაობის მხრივ ხარვეზი არ ყოფილა. მატარებლები "წერეთლის" მეტროსადგურზე გაჩერების გარეშე მოძრაობენ", - განაცხადეს მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ "წერეთელზე" 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება. უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა "წერეთელმა" დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება. დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

"წერეთლის" სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი